დიდების მძიმე ფასი და ოთხი შვილის დრამა: მიუწვდომელი „სამურაის“ პირადი ცხოვრება - Marao

დიდების მძიმე ფასი და ოთხი შვილის დრამა: მიუწვდომელი „სამურაის“ პირადი ცხოვრება

2026-10-29 13:11:25+04:00

ლეგენდის ჩრდილი და სავარძელი მამის სახლში: ალენ დელონი, როგორც მამა

კინოეკრანებზე ის საუკუნის სიმბოლო, მიუწვდომელი „სამურაი“ და ფრანგული კინოს შეუდარებელი ოდიუსია, რომლისკენაც მილიონობით თვალი იყო მიპყრობილი. თუმცა, როდესაც კამერები ითიშებოდა და პროჟექტორები ქრებოდა, ალენ დელონი რთულ, წინააღმდეგობრივ და ნებისმიერ ფილმზე უფრო დრამატულ რეალობაში – მამის როლში აღმოჩნდებოდა ხოლმე. მისი პირადი ცხოვრება, რომელშიც სკანდალური რომანები, ხმაურიანი ქორწინებები და დაუფარავი ვნებები იკვეთებოდა, სავსე იყო როგორც დიდი სიყვარულით, ისე მწვავე კონფლიქტებითა და ტკივილით.

  • ალენ დელონი: ანგელოზი თუ ეშმაკი? - მხარე, რომელსაც საკულტო მსახიობი საგულდაგულოდ მალავდა

ოფიციალური თუ არაოფიციალური მონაცემებით, დელონს ოთხი შვილი ჰყავს, რომლებთან ურთიერთობა არასდროს ყოფილა მარტივი. მისი სიყვარული იყო მკაცრი, დამთრგუნველი, ზოგჯერ დესპოტური, მაგრამ ამავდროულად ღრმა და მესაკუთრული.

delon

კრისტიან არონ ბულონჟი (არი) – აღიარების მოლოდინში გატარებული ცხოვრება

ისტორია ალენ დელონის მამობის შესახებ ყველაზე მტკივნეული თავით იწყება. არი ბულონჟი, ცნობილი გერმანელი მომღერლის, ნიკოს (The Velvet Underground) ვაჟი, ამტკიცებდა, რომ მისი მამა სწორედ ალენ დელონი იყო. მიუხედავად იმისა, რომ არის გარეგნობაში მსახიობის მკვეთრი ნაკვთები იკითხებოდა, დელონმა მასზე მამობა  ოფიციალურად არასდროს აღიარა.

მიუხედავად ამისა, ბიჭზე ზრუნვა მსახიობმა თავის დედას, ედიტ ბულონჟს დაავალა – არი სწორედ დელონის დედამ გაზარდა. მამის მხრიდან კი მან მხოლოდ ცივი გულგრილობა მიიღო. ცნობილია ალენ დელონის ფრაზა, რომელიც მან ერთხელ არის უთხრა:

delon

„შენ არ გაქვს ჩემი თვალები, არ გაქვს ჩემი თმა, შენ არ ხარ ჩემი შვილი და არასდროს იქნები!“

არის ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა – მამის აღიარების გარეშე დარჩენილმა, ნარკოტიკმოძალებულმა და სულიერად გატეხილმა ფოტოგრაფმა ბოლო წლები მძიმეს პირობებში გაატარა და 2023 წელს გარდაცვლილი იპოვეს. დელონის ცხოვრებაში ეს თემა სამუდამოდ დახურულ, მტკივნეულ საიდუმლოდ დარჩა.

ენტონი დელონი – ჩრდილიდან გამოსული უფროსი ვაჟი 

ენტონი დელონი ალენისა და მისი ერთადერთი ოფიციალური მეუღლის, ნატალი დელონის ვაჟია. მათი ურთიერთობა ბავშვობაში უკიდურესად მკაცრი და ტრავმული იყო. ალენი ცდილობდა, ვაჟი სპარტანული მეთოდებით გაეზარდა, რასაც ხშირად ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის ზღვარზე გადაჰყავდა ოჯახი. ენტონიმ წლების შემდეგ აღიარა, რომ მამისგან სითბო იშვიათად მოდიოდა და ის მკაცრი დისციპლინის ქვეშ იზრდებოდა.

delon

მიუხედავად მძიმე ბავშვობისა და წლების განმავლობაში არსებული დაძაბულობისა, ასაკის მატებასთან ერთად მამა-შვილმა ერთმანეთისკენ გზა იპოვა. მოგვიანებით ენტონიმ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მოხუცებულ ალენს ეკითხება: „რას ხედავ?“, რაზეც მსახიობი ინტენსიური მზერით პასუხობს: „მე ვხედავ დელონს“ და ორივე გულით იცინის. ეს კადრი გახდა სიმბოლო იმისა, რომ წარსულის წყენა დროთა განმავლობაში სიამაყემ და პატივისცემამ შეცვალა.

ანუშკა დელონი – მამის ერთადერთი სისუსტე და ფავორიტი

ჰოლანდიელ მოდელთან, როზალი ვან ბრემენთან შეძენილი ანუშკა ალენ დელონის ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა. მსახიობი არასდროს მალავდა, რომ ანუშკა მისი ფავორიტი და სულიერი მეგობარი იყო. განსხვავებით ძმებისგან, რომლებმაც მამისგან მკაცრი ხასიათი და ზურგშექცევა იგემეს, ანუშკა მამის „თვალისჩინი“ იყო.

  • რომი შნაიდერის ბოლო დღე: საბედისწერო 29 მაისი და ლეგენდად ქცეული 43 წელი დედამიწაზე

მსახიობის ბოლო წლებში ანუშკა მუდმივად მის გვერდით ტრიალებდა. მათი სიახლოვე იმდენად ძლიერი იყო, რომ დელონის გარდაცვალების შემდეგ ანუშკამ სოციალურ ქსელში ტკივილით სავსე პოსტი გამოაქვეყნა:

delon

„ვერასდროს... ვერასდროს შევძლებ უშენოდ ცხოვრებას“.

მამის მიმართ სიყვარულმა და მისდმი მზრუნველობამ ანუშკა ოჯახური დაპირისპირებების ეპიცენტრშიც კი მოაქცია, რადგან დელონმა თავისი ქონების და მემკვიდრეობის დიდი ნაწილი სწორედ მას მიაკუთვნა.

 ალენ-ფაბიენ დელონი – ყველაზე ახალგაზრდა მეამბოხე

უმცროსი ვაჟი, ალენ-ფაბიენი, ასევე როზალი ვან ბრემენთან შეძენილი შვილია. მამა-შვილის ურთიერთობა ყველაზე ტურბულენტური და სკანდალური იყო. ახალგაზრდობაში ალენ-ფაბიენს ხშირად ჰქონდა კანონთან და ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები, რასაც მედია დაუნდობლად აშუქებდა. მამა შვილის მიმართ ხშირად უკომპრომისო და მკაცრი იყო.

delon

თუმცა, დელონის სიცოცხლის ბოლო წლებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსახიობის ჯანმრთელობა შეირყა, ალენ-ფაბიენი იყო ერთ-ერთი იმ შვილთაგანი, ვინც მამის გარშემო არსებულ სკანდალებში მის დასაცავად იბრძოდა. მიუხედავად რთული წარსულისა, მან მოახერხა მამისგან მიტევებისა და აღიარების მიღება, რამაც მათ ურთიერთობას ახალი, უფრო მომწიფებული ელფერი შესძინა.

  • ალენ დელონის უმცროსი ვაჟი დუმილს არღვევს: "ძაღ­ლებ­თან ერ­თად გა­ლი­ა­ში გა­მომკეტა“ - ალან-ფაბიენ დელონის აღიარება და ცხოვრების საინტერესო დეტალები

ალენ დელონის, როგორც მამის ისტორია არ არის ტრადიციული ზღაპარი ბედნიერ ოჯახზე. ეს არის ეპოქა, სადაც დიდებას და მწვერვალებს შეწირული ადამიანური სითბო მძიმე მემკვიდრეობად დაჰყვა შვილებს. თუმცა, დროის გასვლასთან ერთად, სიძულვილი და წყენა ნელ-ნელა ქრებოდა – რადგან დელონების სისხლი და გვარი ყველაზე ძლიერი კავშირი აღმოჩნდა, რომელმაც ეს რთული ოჯახი ბოლოს მაინც შეკრა.

alain-delon

alain-delon