კრუელა, ჯადოქარი, მარია ანტუანეტა... - 5 ცნობილი ქართველი ქალი და TOP 5 გამორჩეული კოსტიუმი ჰელოუინი 2026-ისთვის - Marao

კრუელა, ჯადოქარი, მარია ანტუანეტა... - 5 ცნობილი ქართველი ქალი და TOP 5 გამორჩეული კოსტიუმი ჰელოუინი 2026-ისთვის

2026-11-02 11:06:00+04:00

ჰელოუინი - All Hallows' even - ყველა წმინდანის საღამო, არის დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 31 ოქტომბერს, დასავლური ტრადიციით ყველა წმინდანის დღის წინა დღეს. აღნიშვნის დროს ტარდება სხვადასხვა ღონისძიება და მსვლელობა - თამაშები, ფეიერვერკები, კოსტიუმირებული წვეულებები, „მოჩვენებებიანი სახლების“ მონახულება, საზარელი ისტორიების თხრობა და საშინელებათა ფილმების რეტროსპექტივები. დღის მთავარი ატრიბუტი გოგრაა და ტკბილეულია. 

  • ცნობილი ადამიანების ჩაცმულობა "ჰელოუინის" დღესასწაულზე: კიმ კარდაშიანი ალბინოსი ალიგატორის, ელსა ჰოსკი - პრინცესა დაიანას როლში

დღესასწაულის ელემენტები ჩრდილოეთ ამერიკაში ირლანდიელმა მიგრანტებმა XIX საუკუნეში ჩაიტანეს. სხვა ქვეყნებში ეს დღესასწაული XX საუკუნეში გავრცელდა. ჰელოუინი აღინიშნება დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, აშშ-ში, კანადაში, ირლანდიაში, პუერტო-რიკოში, იაპონიაში, ახალ ზელანდიაში და ავსტრალიის სხვადასხვა ნაწილებში. შვედეთში „ყველა წმინდანის“ დღესასწაული ტარდება ყოველი წლის ნოემბრის პირველ შაბათს.

საქართველოში ჰელოუინი 2000-იანი წლებიდან აღინიშნება.

ჰელოუინი 2026-ის მთავარი გმირი, არავის გაუკვირდება, რომ ჰეიდი კლუმი იყო. ჰეიდი 2000 წლიდან დღემდე ამ დღესასწაულისთვის დიდი ენთუზიაზმით ემზადება- მისი კოსტიუმები კი ყოველთვის გამორჩეული, ხშირად კი სასაცილო და დასამახსოვრებელია. 

  • „ამ დღეს ხალხს სჯეროდა, რომ საზღვარი ჩვენს სამყაროსა და სულების სამყაროს შორის ქრებოდა...“ - ჰოლოუინის, ანუ მაგიის ღამის ისტორია

„ჩემს ხელს დავხედე და გავიფიქრე: “მგონი როგორღაც შევძლებდი ამაში ჩემი სხეულის ჩატევას,“ – თქვა ჰეიდი კლუმმა, როცა მას წლევანდელი კოსტიუმის შთაგონების წყაროზე ჰკითხეს. როდესაც ჰაიდი კლუმი ჰელოუინის ყოველწლიურ წვეულებას აანონსებს, მისმა სტუმრებმა დანამდვილებით იციან ერთი რამ: მისი კოსტიუმი ძალიან დახვეწილი და რთულად შესასრულებელი იქნება. თუმცა ნიუ-იორკში გამართულ ბოლო წვეულებაზე მოდელმა მაინც მოახერხა და მოლოდინს გადააჭარბა — ის გიგანტური, სისხლიანი ხელის ფორმით გამოჩნდა.

Heidi-Klum

კოსტიუმი უბრალოდ რომელიმე ხელი კი არ იყო, არამედ თავად კლუმის მარცხენა ხელის გადიდებული ასლი. Vogue-ის ცნობით, მის შესაქმნელად სხეულის სკანირება გამოიყენეს. მასზე დატანილი იყო მისი ნიშნობისა და ქორწინების ბეჭდები, ასევე ტატუ ქმრის, ტომ კაულიცის სახელით. გავრცელებული ინფორმაციით, კლუმს ამ კოსტიუმის იდეა გასულ წელს გაუჩნდა. ამ გარდასახვის უკან კიდევ ერთხელ იდგა სპეციალური ეფექტების ვიზაჟისტი მაიკ მარინო, რომელსაც კლუმის რამდენიმე სხვა საკოსტიუმო ხელოვნების ნიმუშიც გაუცოცხლებია.

გამორჩეული და დასამახოვრებელი კსტიუმები მორიგეს კენდალ ჯენერმა, ოლივია როდრიგომ, ტრევის ბარკერმა და კორტნი კარდაშიანმა და სხვ. 

Kendall-Jenner

Olivia-Rodrigo

Travis-Barker- Kourtney-Kardashian

ჰელოუინი საქართველოში და ცნობილი სახეები

ჰელოუინი სახალისო დღესასწაულია ქართველებისთვისაც - ახალგაზრდები სხვადასხვა ადგილას იკრიბებიან, ირგებენ მათთვის საყვარელი ფილმებისა და სერიალების პერსონაჟების, სხვადასხვა ცნობილი სახისა და თუ უბრალოდ საკუთარი ფანტაზიით შექმნილ კოსტიუმებს და საღამოს თემატური დეკორაციების ფონზე აღნიშნავენ. წელს არაერთი დასმახსოვრებელი პერსონაჟი ვიხილეთ, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს. 

თიკა ალავიძე-ფაჩულია

tika

ქეთი ჟღენტი

keti-jgenti

ნუკი კოშკელიშვილი

nuki-koshkelishvili

ლიკუნა მეტრეველი

likuna-metreveli

გვანცა დარასელია

gvantsa-daraselia