ახალი სამეფო წყვილი: ვინ არის ქრისტინე ბაგრატიონის ძმა, რომელმაც ლიხ­ტენშტე­ი­ნის პრინ­ცე­საზე იქორწინა - Marao

ახალი სამეფო წყვილი: ვინ არის ქრისტინე ბაგრატიონის ძმა, რომელმაც ლიხ­ტენშტე­ი­ნის პრინ­ცე­საზე იქორწინა

2026-11-02 11:54:20+04:00

"ჩემი ძმა ზუ­რა­ბი და ლიხ­ტენშტე­ი­ნის პრინ­ცე­სა მა­რია-იმა­კუ­ლა­ტა და­ქორ­წინ­დნენ.

2026 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს, ავ­სტრი­ის დე­და­ქა­ლაქ ვე­ნა­ში, წმინ­და პეტ­რეს ტა­ძარ­ში შედ­გა ჯვრის­წე­რის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნია, რო­მე­ლიც ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი წე­სით შეს­რულ­და.

“სა­დაც არის ბედი შენი, იქ მი­გიყ­ვანს ფეხი შენი“ - ეს ქარ­თუ­ლი გა­მოთ­ქმა თით­ქოს ზუს­ტად აღ­წერს სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ას, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო და ევ­რო­პის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი სა­მე­ფო დი­ნას­ტია ერ­თმა­ნეთს და­უ­კავ­ში­რა.

წყვი­ლის ის­ტო­რია ხუთი წლის წინ, თბი­ლის­ში და­ი­წყო. მა­რია-იმა­კუ­ლა­ტა სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად 2021 წელს ჩა­მო­ვი­და. სწო­რედ თბი­ლის­ში შედ­გა ზუ­რა­ბი­სა და ლა­ტას პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა. მათი ნაც­ნო­ბო­ბა მა­ლე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბულ მე­გობ­რო­ბა­სა და დიდი სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და.

წყვი­ლის ნიშ­ნო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია აქამ­დე სა­ჯა­როდ არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა, რაც ლიხ­ტენშტე­ი­ნის სა­მე­ფო სახ­ლის დი­ნას­ტი­ურ წე­სებს უკავ­შირ­დე­ბო­და. ქორ­წი­ნე­ბას წინ უძღო­და შე­სა­ბა­მი­სი ფორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი, მათ შო­რის ზუ­რა­ბის პი­რა­დი შეხ­ვედ­რა ლიხ­ტენშტე­ი­ნის მო­ნარ­ქთან, მისი უმაღ­ლე­სო­ბა პრინც ჰანს-ადამ II-სთან, რო­მე­ლიც პრინ­ცე­სა მა­რია-იმა­კუ­ლა­ტას ბი­ძაა.

იო­ა­ნეს­თვის და ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ ყვე­ლა ამ ფორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­დუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მა­რია-იმა­კუ­ლა­ტა წარ­გვედ­გი­ნა მისი უწ­მინ­დე­სო­ბა, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი შიო III-სთვის.

ლატა ჩემი მე­უღ­ლის, იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის ნა­თე­სა­ვია ევ­რო­პუ­ლი სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ე­ბის ბურ­ბო­ნე­ბის, ჰაბსბურ­გე­ბის და ბა­ვა­რი­ის ვი­ტელსბა­ხე­ბის მხრი­დან. იგი არის პრინ­ცი გუნ­და­კარ ლიხ­ტენშტე­ი­ნი­სა და საფ­რან­გე­თის სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ის შთა­მო­მავ­ლის, პრინ­ცე­სა მარი დ’ორ­ლე­ა­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი.

დღეს ვე­ნა­ში გა­მარ­თუ­ლი ქორ­წი­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ზე­იმ­თან ერ­თად, ქარ­თუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რე­ბის, ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის სიმ­ბო­ლუ­რი შეხ­ვედ­რაც გახ­და.

ვუ­ლო­ცავ მთე­ლი გუ­ლით, ბედ­ნი­ე­რე­ბის ახა­ლი ეტა­პის და­სა­წყისს.

უღ­რმეს მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლას, მათ მე­გობ­რებს და ჩვენს ძვირ­ფასს სტუმ­რებს ვე­ნა­ში ჩა­მობ­რძა­ნე­ბის­თვის და ამ უძ­ვირ­ფა­სე­სი დღის ასე გა­ლა­მა­ზე­ბის­თვის,“ - წერს ქრის­ტი­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნი საკუთარ გვერდზე და ფოტოებს აქვეყნებს. 

kristine-bagrationi

kristine-bagrationi

ქრისტინე ბაგრატიონის ოჯახი

წარმატებული მოდელი ქრისტინე ძიძიგური საფრანგეთში "დიორის" პარფიუმის სახლის სახე იყო, საქართველოდან გამგზავრებამდე კი ის ანსამბლ "ერისიონის " მოცეკვავე გახლდათ, 2008 წელს "ვიცე მის საქართველოს" ტიტული მოიპოვა და მონაწილეობა მიიღო მალაიზიაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში.

ქრის­ტი­ნე და იო­ა­ნე (ხუან) ბაგ­რა­ტი­ო­ნებ­მა 2014 წელს ეს­პა­ნეთ­ში იქორ­წი­ნეს, სა­დაც ხელი მო­ა­წე­რეს. ქრის­ტი­ნე ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი გახ­ლდათ. იო­ა­ნე კი ეს­პა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი მუხ­რა­ნე­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლია.

  • "დღეს ჩვენი ყველაზე დიდი სიყვარულის და საუკეთესო ადამიანის დაბადების დღეა" - ქართული სამეფო წყვილის ბედნიერი ოჯახი

პრინცი ხუან ხორხე დე ბაგრატიონ-მუხრანი (დაიბადა 1977 წლის 18 აგვისტო) არის ესპანელი წარმოშობის ქართველი თავადი და ბაგრატიონთა დინასტიის მუხრანთა სახლის წევრი, ასევე ესპანეთის სამეფო ოჯახის შორეული ნათესავი.

მამამისის პაპა, უფლისწული ირაკლი ბაგრატიონი, წითელი არმიის შემოსევის დროს საქართველოდან გადაასახლეს, ცხოვრობდა გერმანიაში, იტალიაში და ბოლოს ესპანეთში დასახლდა. მისი ბებია, ინფანტა მარია დე ლას მერსედესი ესპანეთის სამეფო ოჯახის წევრი იყო.

  • პრინცი ხუანის მშობლები 2005 წელს განქორწინდნენ და მამა 2009 წელს ხელახლა დაქორწინდა ფრანსუაზა კაზაუდეჰორზე

ულამაზესი და ელეგანტური: ქრისტინე ბაგრატიონმა მეუღლესთან ერთად გადაღებული ახალი კადრები გააზიარა 

წყვილმა ერთმანეთი 2014 წელს გაიცნო. მათი ქორწილი გადაიდო საქართველოში სოციალური და პოლიტიკური კონფლიქტების გამო, რასაც ხუანის მამის ჯანმრთელობის გაუარესებაც დაემატა. 

"ჩვენი საერთო ნაცნობები მეუბნებოდნენ, რომ ქრისტინე კარგ მეგობრობას გამიწევდა, საქართველოსა და ქართველებს უკეთ გამაცნობდა, მაგრამ როცა ის ვნახე, მეგობრობა აღარ მინდოდა, გაცილებით მეტი მომინდა", - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში ქართველი პრინცი.