მარიამ გაფრინდაშვილი პატარა ლუკასთან ერთად: ცნობილი ჟურნალისტის ბედნიერი ოჯახი და დედის ამპლუა - Marao

მარიამ გაფრინდაშვილი პატარა ლუკასთან ერთად: ცნობილი ჟურნალისტის ბედნიერი ოჯახი და დედის ამპლუა

2026-11-02 12:33:05+04:00

ტელეკომპანია „პირველის“ გამომძიებელი ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი, ცხოვრების ახალ ეტაპზეა - ის პირველი შვილის დედა სულ ცოტა ხნის წინ გახდა. პატარა ლუკასთან ერთად მარიამის ყოველდღიურობაც შეიცვალა, თუმცა ის კვლავ აქტიურია სოციალურ ქსელებში და პროფესიულ საქმიანობაში. ამჯერად მარიამ გაფრინდაშვილი ახალ კდრებს სწორედ შვილთან ერთად აქვეყნებს და მეგობრებისგან უამრავ დადებით კომენტარსაც იღებს.

mariam-gaprindashvili

მარიამ გაფრინდაშვილის ოჯახი  

მარიამ გაფრინდაშვილის მეუღლე ანალიტიკოსი ნიკო მიქაიაა. წყვილი ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას დიდი ხნის მანძილზე მალავდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ნიკომ მარიამს დაბადების დღე საჯაროდ მიულოცა და მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა: "მარტო ის მინდა, ბედნიერი იყო, დანარჩენს მე გავაკეთებ ყველაფერს, ვეცდები, ყოველ შემთხვევაში", - წერდა ნიკო მიქაია. მას შემდეგ მარიამ გაფრინდაშვილი და ნიკო მიქაია სოციალურ ქსელში ერთად ხშირად ჩნდებიან, სულ ცოტა ხნის წინ კი პირველი შვილის, ლუკას მშობლებიც გახდენენ. შვილის მოლოდინის შესახებ მანამდე მარიამმა ვიკა ბუკიას გადაცემაში სტუმრობისას ისაუბრა.

niko-mikaia 

"რაც უნდა წარმოუდგენელი იყოს, პირადი ცხოვრებისთვის მრჩება დრო. ისე დალაგდა, რომ  „ნოდარ მელაძის „რეპრესიების“ მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ სულ სამსახურში უნდა ვიყო, გამოვნახე დრო პირადი ცხოვრებისთვის. 

ეს წელი იქნება ჩემთვის განსაკუთრებული წელი. სხვა ამპლუაში ვიქნები, რაც ჯერ ჩემთვისაც ცოტა წარმოუდგენელია.

ჯერ კიდევ დაბნეული ვარ და ცოტას ვნერვიულობ. შესაბამისად, ვემზადები ახალი გამოწვევებისთვის.

პროფესიაზე უარს არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი, იმიტომ, რომ მე ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს, ჩემი ცხოვრების ნაწილია… არ ვაპირებ, თავი მოვანატრო მაყურებელს და „ქართულ ოცნებას“. ცხოვრებაში ყველაზე მთავარი სიყვარულია. სწორედ ეს გაკეთებინებს ყველაფერს. მე ძალიან გამიმართლა, პირად და პროფესიულ სიყვარულში. 

ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი ახლა მოლოდინია, რომელსაც დიდი ინტერესით ველოდებით", – ამბობდა მარიამ გაფრინდაშვილი.