გამომცემლობა Taschen-ის უნიკალურ წიგნებს მთელს მსოფლიოში კარგად იცნობენ. ის ესთეტიკისა და ხელოვნების მოყვარულთა აღმოჩენაა, რომელიც ბევრისთვის ქცეულა შთაგონების წყაროდ. ეს გამოცემები იდეალური საჩუქარია ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანისთვის.
80-იან წლებში, გერმანიის ქალაქ კიოლნში ბენედიქტ ტაშენის მიერ გახსნილმა პატარა კომიქსების მაღაზიამ სათავე დაუდო დიდ გამომცემლობას, რომელიც დღეს საკოლექციო ღირებულების გამოცემებს ქმნის. Taschen-ის წიგნები აერთიანებს ისეთ თემებს, როგორიცაა არქიტექტურა და დიზაინი, კინო და მუსიკა, მხატვრობა და ფოტოგრაფია, კომიქსები და სხვა.
Taschen-ის გამოცემები გამოირჩევა მაღალი პოლიგრაფიული და შინაარსობრივი ღირებულებით, სწორედ ამიტომ იქცა ის კლასიკად. მისი სერიები სხვადასხვა თემატიკაზე უკვე ხელმისაწვდომია საქართველოშიც, „ბიბლუსის“ მაღაზიებში და ონლაინ - biblusi.ge-ზე.
გამოცემებს შორის გამორჩეულია არქიტექტურის სერია, რომელიც მკითხველს სულ სხვა თვალით დაანახებს ისტორიულ მემკვიდრეობას და თანამედროვე მიდგომებს, გააცნობს იმ ხელოვანებს, რომლებმაც შეცვალეს ადამიანთა ცხოვრება, გვიჩვენებს მათ მიერ შექმნილ ესკიზებს, სამუშაო პროცესს, ცვლილებებს, რომლებიც უდიდესი პროექტების შექმნისას განხორციელდა და არა მხოლოდ.
ამ ხელოვანებს შორის არიან ისეთი არქიტექტორები, რომელთა ნამუშევრებიც თაობების შთაგონების წყაროა. ასევე, Taschen-ის გამოცემები ეძღვნება კონკრეტული ქვეყნებისა და კონტინენტების დამახასიათებელ არქიტექტურულ სტილსაც. ეს გამოცემები პროფესიონალებისა თუ ენთუზიასტებისთვის თავს უყრის მნიშვნელოვან ინფორმაციას ხელოვნების ამ დარგის შესახებ.
Taschen-ის 5 მნიშვნელოვანი გამოცემა არქიტექტურის შესახებ:
Taschen-ის ეს გამოცემა არის თითქმის სრულყოფილი მონოგრაფია თანამედროვეობის ყველაზე გავლენიანი ქალი არქიტექტორისა და პრიცკერის პრემიის პირველი ქალი ლაურეატის ზაჰა ჰადიდის შესახებ. წიგნში თავმოყრილია მისი საკულტო შენობები, კონცეპტუალური პროექტები, ფერწერული ტილოები, ჩანახატები, ნახაზები და 3D მოდელები, რომლებიც ფართო წრეებისთვის არ არის ხელმისაწვდომი. გამოცემაში დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორც გაარღვია ზაჰა ჰადიდმა ტრადიციული არქიტექტურის ზღუდეები და შექმნა სრულიად ახალი, ორგანული და დინამიკური სტილი.
Entryways of Milan. Ingressi di Milano
მილანი - ეს თანამედროვე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სიცოცხლით სავსე ქალაქია, რომლის უკანაც უდიდესი ისტორია დგას. მისი არქიტექტურული საიდუმლოებები კი ხშირად შენობების ფასადების მიღმა იმალება. ეს არის Taschen-ის სრულყოფილი გამოცემა 1920-1970 წლამდე პერიოდის მილანში აშენებული 144 სადარბაზოს შესახებ, რომელიც იტალიური მოდერნიზმის დახვეწილობას გვიჩვენებს.
სადარბაზოები მოპირკეთებულია მარმარილოს, ტრავერტინის, მოზაიკის, მინისა და ლითონის მასალებით, აქვე გვხვდება ამავე მასალებით შექმნილი ნაკეთობები, რომლებიც გარედან ერთი შეხედვით ჩვეულებრივ შენობებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს. ეს წიგნი მილანის ყველაზე დახურულ კერძო არქიტექტურულ სივრცეებში შეგახედებთ, რომლებიც ქალაქის ოქროს ხანას ასახავენ.
ტრადიციული იაპონური არქიტექტურა იმდენად სრულყოფილი და თვითმყოფადია, რომ მისი გაუმჯობესება ან მასში ცვლილებების შეტანა თითქმის შეუძლებელი ჩანს. თუმცა ეს წიგნი აჩვენებს, თუ როგორ ახერხებენ თანამედროვე იაპონელი არქიტექტორები და დიზაინერები უძველესი ტრადიციების ახლებურად ინტერპრეტაციას.
წიგნი ვიზუალური და კონცეპტუალური გზამკვლევია მათთვის, ვისაც აინტერესებს, რას ნიშნავს სივრცის ეფექტური ათვისება, ბუნებასთან ინტეგრაცია და ტრადიციული იაპონური Wabi Sabi ესთეტიკა საცხოვრებელ გარემოში.
Ando Complete Works 1975-Today

Taschen-ის ეს მონუმენტური მონოგრაფია ეძღვნება ტადაოს ანდოს - ერთადერთ არქიტექტორს მსოფლიოში, რომელსაც ოთხივე უმაღლესი არქიტექტურული ჯილდო აქვს მიღებული (Pritzker, Carlsberg, Praemium Imperiale და Kyoto Prize). გამოცემაში ქრონოლოგიურად არის აღწერილი ანდოს კარიერა 1975 წლიდან დღემდე. წიგნში გაანალიზებულია მისი უნიკალური ესთეტიკა, რომელიც ბეტონის, სინათლის, წყლისა და მინიმალისტური იაპონური არქიტექტურის სინთეზს გულისხმობს.
წიგნში თავმოყრილია ექსკლუზიური ფოტოები და ჩანახატები ისეთი საკულტო ნაგებობების შესახებ, როგორიც არის „სინათლის ეკლესია“ (Church of the light) ოსაკაში და ჩიჩუს ხელოვნების მუზეუმი.
Homes For Our Time. Contemporary Houses around the World 2
გამოცემა მეორე ტომია თანამედროვე საცხოვრებელი სახლების არქიტექტურის გლობალური ცვლილებების შესახებ. წიგნში გამოკვლეულია, თუ რა გავლენას ახდენს კლიმატური ცვლილებები, გარემოსდაცვითი გამოწვევები, ადგილობრივი ისტორია თუ ციფრული ტექნოლოგიები 21-ე საუკუნის სახლის კონცეფციას. გამოცემაში წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აშენებული კერძო რეზიდენციები - მინიმალისტური სახლებიდან დაწყებული, რომლებიც ტყის პირას დგას, ენერგოეფექტური ურბანული ვილებით დამთავრებული.
როგორც ჩამოთვლილი წიგნების, ასევე სხვა გამოცემების სრული სერიების აღმოსაჩენად მიჰყევით ბმულს.
R