„მინდა, რომ ადამიანობაზე გესაუბროთ”, - წერს თამუნა მუსერიძე საკუთარ გვერდზე და ვიდეოს აქვეყნებს. ვიდეოში ის ნუკი კოშკელიშვილის შესახებ საუბრობს და მათი ურთიერთობის განსაკუთრებულ მომენტზე ყვება.

თამუნა მუსერიძის ვიდეომიმართვა
„ძალიან მინდა, რომ ადამიანობაზე, ქალურ სოლიდარობასა და გვერდში დგომაზე ვთქვა ერთი-ორი სიტყვა. ის, რომ ნუკი კოშკელიშვილი ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული მისიითაა მოვლენილია, ალბათ იცით, იმიტომ, რომ გენეტიკური ტესტები სწორედ ნუკიმ მასწავლა და სწორედ მისი დაძალებით, ასე ვთქვათ, გავიკეთე გენეტიკური ტესტი, სულ სულ თავიდან.
ჩვენ არ გვიმეგობრია არასდროს, არ ვყოფილვართ დაქალები, არ ვემეგობრებოდი, უბრალოდ დაბადების დღეების მილოცვებით შემოვიფარგლებოდით, განსაკუთრებული კონტაქტი არ გვქონია. ნუკის ძალიან მარტივად შეეძლო, რომ გაეკეთებინა ის ტუჩსაცხი, რომელიც იყო ძალიან მოთხოვნადი.
მოთხოვნადი იყო იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც პირველად შევიძინე, იქვე მითხრეს, რომ ძალიან მოთხოვნადია და ძალიან ცოტაა დარჩენილიო და რაც იყო მარაგში, ყველა ის ტუჩსაცხი მე ვიყიდე. სავარაუდოდ, როგორც კი ვიგებდი, რომ სადმე, რომელიმე რეგიონში, რომელიმე რაიონში, რომელიმე აფთიაქში იყო ის ტუჩსაცხი, ყველგან ვყიდულობდი მეც და ჩემი მეგობრებიც. როდესაც ამოიწურა მარაგი, ვერც საქართველოს ფარგლებს გარეთ ვერ ვნახეთ, ადამიანები ნუკის უწერდნენ, რომ მსგავსი ფერის ტუჩსაცხი შეექმნა.
ხოდა ნუკის ჩვეულებრივად შეეძლო, რომ გაეკეთებინა ტუჩსაცხი და დასეწერა ფერი, ნომერი ისე, რომ არც არავის არ გაახსენდებოდა თამუნა და ვერც ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს რაღაცნაირად ჩემი ფერია, ჩვეულებრივად ჩაუშვებდა ბაზარში და ეს ტუჩსაცხი იქნებოდა იგივენაირად მოთხოვნადი და წავიდოდი მე და ვიყიდიდი ისე, რომ არანაირი ამბიცია არ გამიჩნდებოდა, რომ აი, ჩემი ფერია.
მაგრამ ადამიანი ადგა, შემომთავაზა კოლაბორაცია და გააკეთა ტუჩსაცხი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ტუჩსაცხზე ჩემი სახელი და გვარი რომ არ ყოფილიყო, ზუსტად ისევე გაიყიდებოდა, იმიტომ რომ იყო ძალიან მოთხოვნადი ფერი და ახლა არის ეს ფერი საზოგადოებისთვის ძალიან ტრენდული.
ხოდა მინდა, რომ აი ამ ადამიანობისთვის ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ნუკის - ამ გვერდში დგომისთვის და ამ ქალური სოლიდარობისთვის”, - ამბობს თმუნა მუსერიძე.