"გამიკვირდა, ეს რომ გააკეთა და ჟიურიშიც დაჯდა, თითქოს არაფერი ხდება" - ნანკა კალატოზიშვილი პროტესტისა და კოლეგების შესახებ - Marao

"გამიკვირდა, ეს რომ გააკეთა და ჟიურიშიც დაჯდა, თითქოს არაფერი ხდება" - ნანკა კალატოზიშვილი პროტესტისა და კოლეგების შესახებ

2026-11-05 15:54:46+04:00

ნანკა კალატოზიშვილი უკვე არაერთი წელია აქტიურად ჩანს ქართული თეატრის სცენასა თუ ეკრანებზე. შექმნა არაერთი დაუვიწყარი როლი, მოირგო ტელეწამყვანის ამპლუაც, ბოლო დროს კი განსაკუთრებული სამოქალაქო პასუხისმგებლობითა და აქტივიზმით გამოირჩევა. 

  • "ძალიან გგავს, საოცარი სილამაზეა" - ნანკა კალატოზიშვილის ფოტოსესია შვილთან ერთად

სწორედ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების კულტურასა და, კერძოდ, თეატრზე გავლენის შესახებ ისაუბრა მან გიორგი უშიკიშვილის UG Art პოდკასტში სტუმრობისას. 

kalatozishvili

ნანკა კალატოზიშვილის ინტერვიუ

ნანკა კალატოზიშვილმა გიორგი უშიკიშვილთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა "ახალ თეატრსა" და მის ხელმძღვანელზე, დავით დოიაშვილზე. 

"დოი მეგობარი იყო და არ იყო მხოლოდ რეჟისორი, ამიტომ იყო მტკივნეული იმ ზოგიერთი ადამიანის დუმილი. თუმცა ცოტანი არიან და ეს მახარებს, მაგრამ ის რამდენიმე ადამიანი, იმდენად მნიშვნელოვანნი იყვნენ, რომ... ამ თემაზე დოისთან არ ვსაუბრობთ. ცუდს მაინც არავისზე იტყვის და გამართლებას მოძებნის - ეს ძალიან მომწონს, თუმცა კონკრეტულ ადამიანებზე გული გვეტკინა.

  • ყველასთვის საყვარელი მსახიობის ორი რომანი, განქორწინება და წარმატებული კარიერა: უმშვენიერესი ნანკა კალატოზიშვილის ცხოვრება ეკრანს მიღმა

დოისთვის კი არა, ორი წლის მანძილზე, თეატრისთვის რატომ არ იბრძოლეს, ესეც მაინტერესებს. თეატრი თუ იყო მათთვის მთავარი, ამ თეატრისთვის მაინც ებრძოლათ?! თეატრის წინ დამდგარიყვნენ და აქცია მოეწყოთ, რომ თეატრი ორი წელია, უქმად დგას. იმ დარჩენილ დასს ხომ უნდა ჰქონდეს პროტესტი, რომ თავისი თეატრისთვის იბრძოლოს და არა ინდივიდებისთვის, ან მეგობრებისთვის.

რაღაც შოუებით შედვიდნენ და... "რუსთავი 2"-ის პროექტის ჟიურიში დაჯდა ამ თეატრის მსახიობი, დოის მეგობარი. მეგონა, ანდროს ბანერის მოხსნის შემდეგ, ამას არ იზამდა. გამიკვირდა ეს რომ გააკეთა და ჟიურიშიც დაჯდა, თითქოს არაფერი ხდება. მე და ამ მსახიობს თეატრში ერთი საგრიმიორო გვაქვს", - ამბობს ინტერვიუში ნანკა კალატოზიშვილი.