პატარა რჩევები:
- ივარჯიშეთ/იარეთ ფეხით;
- იყავით კალორიულ დეფიციტში;
- დალიეთ საკმარისი წყალი;
- მოაწესრიგეთ ძილი
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნუცა სურგულაძე წერს. ნუცას წონის კლების მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს - მან უამრავი გზა მოსინჯა ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. ახლა კი, როცა 19 კილოგრამი დაიკლო და სასურველ შედეგამდე მივიდა, რჩევებს გამომწერებსაც უზიარებს.

ნუცა სურგულაძის ბრძოლა წონასთან
ნუცა სურგულაძე ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი პოპულარული კულინარიული შოუდან გახდა. მას შემდეგ, ნუცას ცხოვრებაში არაფერი პროფესიული სიახლეა - მან საკუთარი კვების ობიექტი გახსნა და, ამის პარალელურად, აქტიურია სოციალურ ქსელში. სხვა მიმართულებებთან ერთად, ნუცას მთავარი ხაზი წონის კლება და ჯანსაღი კვებაა - ის თავადაც წლების მანძილზე ებრძოდა ჭარბ წონას და სასურველ ფორმაში ჩადგომას სხვადასხვა გზით ცდილობდა. ამის შესახებ მას არაერთხელ უსაუბრია როგორც სოციალურ ქსელში, ისე პოდკასტებში.
დღეს ნუცა სურგულაძე უკვე მიღწეული მიზნისა და ამ მიზნამდე მისასვლელი გზების შესახებ საუბრობს - როგორც თავად აღნიშნავს, 19 კილოგრამი დაიკლო და ეს, უმეტესად, კალორიების დათვლითა და დაბალანსებული კვებით შეძლო. ამასთან, ნუცა სურგულაძე ხშირად სტუმრობს სპორტდარბაზსაც და ფიზიკურად აქტიურია.
"შენარჩუნება რთულია, მაგრამ მერე, შედეგს რომ ხედავ და ტანსაცმელიც რომ გეტევა, მოტივაციაც მეტი გაქვს. არ ვსაუზმობ, პირველად ვჭამ ვარჯიშიდან გამოსვლის შემდეგ. პირველ საათზე ცილოვან საკვებს ვიღებ და მერე, 4-5 საათზე, ვჭამ მეორედ. 16-18-საათიანი შუალედი გამომდის. ახლა, ამ მომენტში, ყველაფერს ვჭამ, რის ხასიათზეც ვარ, მთავარია კალორიულ დეფიციტში ვიყო. თუმცა მაინც ვცდილობ, ჯანსაღი პროდუქტები ავირჩიო. შეზღუდვები არ მაქვს, რადგან როცა შეზღუდვებს აწესებ, შემდეგ ორმაგად იმატებ. ჩემი მთელი ცხოვრების ციკლი ეს იყო - დავიკლებდი და შემდეგ ისევ ვიმატებდი. ახლა არაფერს ვიკრძალავ. ტირამისუ მინდა? შევჭამ. ამის უფლებას როცა თავს აძლევ, მერე აღარც გინდება" - ამბობდა ნუცა სურგულაძე.