„პირველ რიგში, ბავშვებზე ვნერვიულობდი...“ – რატომ გადავიდა ვახო ბიჭიკაშვილი საცხოვრებლად მარტვილში - Marao

„პირველ რიგში, ბავშვებზე ვნერვიულობდი...“ – რატომ გადავიდა ვახო ბიჭიკაშვილი საცხოვრებლად მარტვილში

2026-11-13 13:14:00+04:00

მსახიობი და იუმორისტი ვახო ბიჭიკაშვილი მეუღლესთან, სოფო რევიასთან ერთად საცხოვრებლად სამეგრელოში, მარტვილში გადავიდა. წყვილს ახალ გარემოში ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ესტუმრა, რომელმაც საზოგადოებას მათი ყოველდღიურობის ამსახველი კადრებიც გაუზიარა.

vaxo-bichikashvili

ვახო ბიჭიკაშვილის ინტერვიუ

როგორც ვახო ბიჭიკაშვილი იხსენებს, მარტვილი მისთვის უცხო ადგილი არასდროს ყოფილა - ამერიკაში გამგზავრებამდე, სამსახურიდან თავისუფალ დროს ოჯახი სწორედ აქ, სოფოს მშობლიურ სახლში ატარებდა.

"სანამ ამერიკაში წავიდოდი, მანამდე აქ ძალიან დიდ დროს ვატარებდი. სამსახურიდან როცა გვქონდა შესვენება, სულ აქ ვიყავით. ეს ჩემი ცოლის სახლია. ძალიან ახლოს ვართ ოკაცესა და მარტვილის კანიონთან.

გადმოსვლის გადაწყვეტილების მიღებისას, პირველ რიგში, ბავშვებზე ვნერვიულობდი. ეს გადაწყვეტილება რომ გავაჟღერეთ, სოფოს ვუთხარი, რომ ბავშვებისთვის ეკითხა, რას ფიქრობდნენ ამ საკითხზე, როგორ შეეგუებოდნენ ამ ამბავს. სიმართლე რომ ვთქვა, გულის სიღრმეში რაღაცნაირი განცდა მქონდა, რომ არც არაფერი დაგვაკლდებოდა. ყოველდღიური საუბრები გვქონდა და ყოველთვის ვსაუბრობდით ამაზე, ეს ჩამოსვლის ამბავი ერთად დავგეგმეთ." - ამბობს ვახო

საუბრისას მსახიობმა აშშ-ში გატარებული 4-წლიანი ემიგრაციის პერიოდიც გაიხსენა. 2022 წელს ამერიკაში წასულს იქ დიდი ხნით დარჩენა მოუწია. როგორც თავად აღნიშნავს, ემიგრაციის სირთულეების თავიდან აცილებაში მასპინძელი ოჯახის თანადგომა დაეხმარა:

"2022 წელს ჩავედი ამერიკაში ისე, რომ მომიწია დიდი ხნით გაჩერება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სად ჩადიხარ და ვინ გხვდება. თოლორაიების ოჯახში ვიყავი და მე ამით ძალიან გამიმართლა, რადგან არ გამომივლია ის სირთულეები, რაც ემიგრაციას ახლავს. იქ რაც არ უნდა თანხით ჩახვიდე, აუცილებლად გჭირდება სამსახური, აუცილებლად გჭირდება თანხა, რომელსაც იქ გამოიმუშავებ. თან მე ვცხოვრობდი ორი დროით, საქართველოში მყავდა ოჯახი. აქედან რომ წავედი, არაფერი სტაბილური შემოსავალი არ მქონდა. ამერიკაში სამუშაოდ და სასწავლებლად წავედი. ამერიკაში დარჩენა რომ გადავწყვიტე, მალევე მივიღე სტუდენტური ვიზა და სტუდენტური ვიზით ვიცხოვრე 4 წელი. პირველ რიგში, ენა განვიმტკიცე და მანჰეტენის კოლეჯში დავიწყე სწავლა. 3 კოლეჯი გამოვიცვალე. ამ კოლეჯების დაფინანსება მე მიწევდა და თან უნდა მემუშავა. ამ დროს ოჯახის გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობს ვახო