„SeaWill“ და „Food Luck“ საერთაშორისო „Vičiūnai Group“-ის ახალი ბრენდებია, რომელსაც კვების მრეწველობაში 35 წელზე მეტი გამოცდილება აქვს დაგროვილი. მათი ასორტიმენტი ევროკავშირში წარმოებულ თევზის, ზღვისა და „გიოზას“ პროდუქტებს მოიცავს, რომლებიც შესანიშნავ გემოს, მოსახერხებელ მომზადებას, ფართო ასორტიმენტს, მაღალ ხარისხსა და სურსათის უვნებლობის სტანდარტებს აერთიანებს.
ორივე ბრენდის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ევროკავშირში წარმოებაა, სადაც კვების მრეწველობა ყოვლისმომცველ კონტროლს ექვემდებარება, რაც ნედლეულს, პროცესებს, ჰიგიენას, მიკვლევადობასა და პროდუქციის უსაფრთხოებას მოიცავს.
„დღეს მომხმარებლები მხოლოდ პროდუქტის გემოთი არ არიან დაინტერესებული: მათ სულ უფრო მეტად სურთ, იცოდნენ, სად დამზადდა ის, როგორ კონტროლდება ნედლეული, რა ხარისხის მოთხოვნები გამოიყენება წარმოებაში და ვინ დგას ბრენდის უკან. „SeaWill“ და „Food Luck“ ჩვენი წარმოების სამ ათწლეულზე მეტ გამოცდილებას, ტექნოლოგიურ ექსპერტიზასა და ხარისხის კონტროლის პრინციპებს წარმოადგენს,“ - ამბობს „Vičiūnai Group“-ის გამგეობის წევრი, დაინიუს მატიოშაიტისი.

თავად სახელწოდება ასახავს ბრენდის ფილოსოფიას: „ზღვა“ სიმბოლურად გამოხატავს ზღვას, თევზს, ზღვის პროდუქტებსა და ამ სფეროში დაგროვილ გამოცდილებას, ხოლო „Will“ მუდმივი გაუმჯობესების, ახალი პროდუქტების შექმნისა და მომხმარებლების ცვალებად საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად გადაწყვეტილებების ძიების სურვილს წარმოადგენს.
„SeaWill“-ის ასორტიმენტი სურიმის პროდუქტებს, ქაშაყს, ორაგულს, კრევეტებსა და ზღვის სხვა პროდუქციას, ასევე, საფანელში ამოვლებულ თევზეულს მოიცავს.
ამ პროდუქტების შემუშავებისას მნიშვნელოვანია მთელი პროცესი – ნედლეულისა და მიმწოდებლების შერჩევიდან წარმოებამდე, შეფუთვამდე, ტემპერატურულ რეჟიმამდე, შენახვამდე და ლოგისტიკამდე. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პროდუქციის თანმიმდევრულ ხარისხსა და ნედლეულის მიკვლევადობას.
ბრენდის იდეა შეჯამებულია მის ფილოსოფიაში – „ზღვით შთაგონებული. ნებით ამოძრავებული.“
„Food Luck“ შექმნილია თანამედროვე მომხმარებლისთვის, რომელსაც სურს, კვების უფრო მრავალფეროვანი რაციონი ჰქონდეს, შეისწავლოს მსოფლიოს სხვადასხვა სამზარეულოს გემოები და რომელიც, ამავდროულად, საკვების მოსახერხებელ და სწრაფ მომზადებას აფასებს.
„Food Luck“-ის პირველი პროდუქცია „გიოზას“ პელმენებია ხორცის, ბოსტნეულისა და ზღვის პროდუქტების შიგთავსით. მათ რეცეპტებში დიდ ყურადღება ექცევა ინგრედიენტებისა და ტექსტურის სწორ ბალანსს. „Food Luck“-ის „გიოზა“ განსაკუთრებით თხელი, მხოლოდ 0.8 მმ-იანი ცომით მზადდება, ხოლო შიგთავსი პროდუქტის 60–65%-ს შეადგენს. ნატურალური სანელებლები გემოს გამაძლიერებლების გარეშე არის გამოყენებული.
პროდუქცია ცხოვრების თანამედროვე რიტმთან არის ადაპტირებული - მათი სწრაფად მომზადება სხვადასხვა გზით, კერძოდ, ტაფაში, ღუმელში, აეროგრილში, ორთქლზე ან სხვა მეთოდების გამოყენებით არის შესაძლებელი. „გიოზა“ როგორც წასახემსებლად, ასევე, ძირითად კერძად გამოდგება.
„Food Luck“ უფრო ფართო ბრენდად ვითარდება, რომელიც მთელი მსოფლიოს სამზარეულოებით არის შთაგონებული. მისი ასორტიმენტი მალე გაფართოვდება სხვა მარტივად მოსამზადებელი პროდუქციით, მათ შორის, კრეპებით, გაყინული მზა საკვები პროდუქტებითა და ყოველდღიური მოხმარებისთვის განკუთვნილი სხვა კერძებით.
ამ ეტიკეტის მნიშვნელობა პროდუქტის გეოგრაფიულ წარმოშობას სცილდება. ევროკავშირის მწარმოებლები სურსათის უვნებლობის ყოვლისმომცველ მოთხოვნებს ექვემდებარებიან, რომლებიც პროდუქტის წარმოების მთელ ჯაჭვს მოიცავს - ნედლეულიდან და ინგრედიენტებიდან წარმოებამდე, შეფუთვამდე, ეტიკეტირებამდე, შენახვამდე და ტრანსპორტირებამდე.
ამ სისტემის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი მიკვლევადობაა. მწარმოებელს უნდა შეეძლოს იმის დადგენა, თუ საიდან მოდის კონკრეტული პროდუქტისთვის გამოყენებული ნედლეული, როდის და სად იქნა წარმოებული პროდუქტი და რომელ საწარმოო პარტიას მიეკუთვნება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკვების უვნებლობისთვის: თუ კონკრეტულ პროდუქტთან ან ნედლეულთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდება, შესაბამისი პარტიის იდენტიფიცირება და მიწოდების ჯაჭვში მისი მარშრუტისთვის თვალყურის მიდევნება შესაძლებელია.
ასევე, მნიშვნელოვანია ყოველდღიური წარმოების კონტროლი. ის მიმწოდებლებისა და ნედლეულის შეფასებას, ჰიგიენური მოთხოვნების დაცვას, ტემპერატურის რეჟიმის კონტროლს, ტექნოლოგიური პროცესების ზედამხედველობას, ლაბორატორიულ ტესტირებას, პროდუქტის ეტიკეტირებას, შენახვის ვადის განსაზღვრასა და სხვა პროცედურებს მოიცავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკვების უვნებლობა გაცილებით ადრე იწყება, ვიდრე პროდუქტი მაღაზიის თაროზე მოხვდება.
თანამედროვე კვების მრეწველობის მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოების პროცესის დამოუკიდებელი შეფასებაა. „Vičiūnai Group“-ის მწარმოებელი კომპანიები სურსათის უვნებლობისა და ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, მათ შორის, IFS-სა და BRCGS-ს იყენებენ, ხოლო სერტიფიცირების სისტემები, როგორიც MSC და ASC-ია, თევზისა და ზღვის პროდუქტების მიწოდების ჯაჭვში, ასევე, გამოიყენება.
ეს ნიშნავს, რომ ხარისხის სისტემა მხოლოდ თავად მწარმოებლის მიერ დადგენილ წესებს არ ეფუძნება და საერთაშორისო მოთხოვნებთან წარმოების პროცესის შესაბამისობა, ასევე, სერტიფიცირებისა და აუდიტის დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ ფასდება. მომხმარებლებისთვის ყველა ამ სტანდარტსა და პროცედურას მეტად მარტივი სარგებელი მოაქვს: პროდუქტის წარმოშობის შესახებ უფრო მეტი სიცხადე, კონტროლირებადი საწარმოო პროცესი და სურსათის უვნებლობის დამატებითი გარანტია.

„SeaWill“ და „Food Luck“ შემუშავებულია იმ პრინციპის შესაბამისად, რომ ხარისხი და უსაფრთხოება არ უნდა იყოს დაკავშირებული მხოლოდ ექსკლუზიურ ან ძვირადღირებულ საკვებ პროდუქტებთან და ეს ყოველდღიური არჩევანის სტანდარტი უნდა იყოს. ორივე ბრენდი მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვან ოთხ ფაქტორს აერთიანებს: გემოს, ხარისხს, მოხერხებულობასა და მრავალფეროვნებას.
„მაღაზიაში მყიდველი კვების ტექნოლოგი არ უნდა იყოს, რომ პროდუქტს ენდოს. ეს მწარმოებლის პასუხისმგებლობაა - ნედლეულის სწორად შერჩევა, პროცესის კონტროლი, სურსათის უვნებლობისა და თანმიმდევრული ხარისხის უზრუნველყოფა. საბოლოო ჯამში, მომხმარებლებმა უნდა მიიღონ ის, რასაც მოელიან: გემრიელი, უსაფრთხო და საიმედოდ წარმოებული პროდუქტი,“ - ამბობს კომპანია “Vičiūnai” ir Ko-ს მარკეტინგის მენეჯერი, ლიუდას გლოტოვასი.
დღესდღეობით “Vičiūnai Group”-ის პროდუქცია მსოფლიოს 57-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. 2024 წლის გაზაფხულზე, რუსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ბაზრებზე ბიზნესის გაყიდვის დასრულების შემდეგ ჯგუფმა ეს ბაზრები დატოვა და, ამავდროულად, მის მიერ წარმოებული პროდუქციის მიწოდება შეწყვიტა. გასვლის შემდეგ “Vičiūnai Group” ახალი ბრენდებით, „SeaWill“-ითა და „Food Luck“-ით ბრუნდება. მათი პროდუქცია საქართველოსა და აზერბაიჯანში უკვე დაბრუნდა, ხოლო შემდგომი გაფართოება სომხეთში, მოლდოვასა და უზბეკეთში იგეგმება. მოსალოდნელია, რომ ახალი ბრენდების პროდუქციის ასორტიმენტი და გეოგრაფიული ყოფნა თანმიმდევრულად გაფართოვდება.
„ჩვენი მიზანია, რომ “SeaWill”-მა და “Food Luck”-მა დროთა განმავლობაში მომხმარებლებს მეტად მარტივი რამ შესთავაზონ: შესანიშნავი გემო, საიმედო ხარისხი და პროდუქტი, რომლის არჩევასაც ისინი ყოველდღიურად თავდაჯერებულად შეძლებენ,“ - ამბობს დაინიუს მატიოშაიტისი.
R