ქაღალდზე შექმნილი ნამუშევრების საერთაშორისო პლატფორმა - Marao

ქაღალდზე შექმნილი ნამუშევრების საერთაშორისო პლატფორმა

2026-11-17 16:27:04+04:00

აბრეშუმის გზა — მოძრავი ანაბეჭდები 

  • გახსნა: 28 ნოემბერი, 2026 — 18:00 ა
  • ადგილი: ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი — MoMA თბილისი, რუსთაველის გამზირი 27 
  • გამოფენის თარიღები: 28.11.2026 – 04.12.2026 
  • ორგანიზატორი: ფონდი არტ კავკასია 
  • მონაწილე ქვეყნები: ჩინეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი, თურქეთი, ინდოეთი და იტალია. 

პლატფორმა აერთიანებს საერთაშორისო გამოფენას, კონფერენციას, მულტიმედიურ პროექტებსა და სივრცეზე მორგებულ ინსტალაციებს.

„აბრეშუმის გზა - მოძრავი ანაბეჭდები“ მუზეუმზე დაფუძნებული საერთაშორისო კურატორული პლატფორმაა, რომელიც აბრეშუმის გზასთან ისტორიულად დაკავშირებული ქვეყნების თანამედროვე ხელოვანებს აერთიანებს. მისი მისიაა წარმოაჩინოს ქაღალდზე შექმნილი ნამუშევრები, როგორც ვიზუალური ხელოვნების გამორჩეული და დახვეწილი სფერო, სადაც მასალის მგრძნობელობა, ხელით მუშაობის ოსტატობა და ინდივიდუალური მხატვრული ხედვა ერთმანეთს ერწყმის.

ქაღალდი, აბრეშუმი და ანაბეჭდი კულტურებს შორის კავშირების, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ცოდნის, იდეებისა და გამოცდილების გაცვლის გამომხატველია. გამოფენა წარმოაჩენს ქაღალდზე შექმნილი გრაფიკული ხელოვნების მრავალფეროვნებას და ტრადიციული ტექნიკების თანამედროვე ტექნოლოგიებთან თანაარსებობას.

პროექტი ეფუძნება ხელით ბეჭდვის საერთაშორისო ფესტივალ BEYOND-ის ათწლიან გამოცდილებას და ახალ აქტუალობას ანიჭებს საქართველოს ისტორიულ როლს, როგორც აზიისა და ევროპის გზაჯვარედინს. მისი მიზანია თბილისის დამკვიდრება ქაღალდზე შექმნილი ნამუშევრების აღმოჩენისა და შეგროვების ახალ საერთაშორისო ცენტრად.

დამთვალიერებლებსა და კოლექციონერებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ აბრეშუმის გზის ქვეყნების მხატვრულ კულტურას, აღმოაჩინონ გამორჩეული ნამუშევრები და შეიძინონ ისინი არა ტრადიციულ კომერციულ სტენდებზე, არამედ ერთიან, კურატორულად გააზრებულ სამუზეუმო სივრცეში.

ფინანსური მხარდაჭერა

საქართველოს კულტურის სამინისტრო; შემოქმედებითი საქართველო; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.

მხარდამჭერი ორგანიზაციები

იტალიის საელჩო საქართველოში; აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში; სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში.

პარტნიორები და მხარდამჭერები

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი - მომა თბილისი; არტიზან დიზაინ ჰოტელი (Artizan Design Hotel), ღვინის კომპანია ნიმბი.

მედია პარტნიორები

კულტურის განვითარების ფონდი „მესმა“; Ambebi.ge, Georgia Today, OK! Magazine Georgia

საკონტაქტო ინფორმაცია

ნანა ყირმელაშვილი — პროექტის დირექტორი და კურატორი

artcaucasus@gmail.com | +995 599 215 396

გიორგი კეკელიძე — პროექტის მენეჯერი და კურატორი

giorgi.kekelidze@gmail.com | +995 599 207 940

ალინა როზანოვა — საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

alinkarozanova@gmail.com | +995 599 163 145

www.artcaucasus.org

R