„ის ჩემი ცხოვრების ქალი იყო, ჩემი მეორე მე“ - თხუთმეტწლიანი რომანი და ბოლომდე გაუტეხელი კავშირი — რატომ დარჩა ალენ დელონისა და მირეი დარკის სიყვარული ფრანგული კინოს სიმბოლოდ - Marao

„ის ჩემი ცხოვრების ქალი იყო, ჩემი მეორე მე“ - თხუთმეტწლიანი რომანი და ბოლომდე გაუტეხელი კავშირი — რატომ დარჩა ალენ დელონისა და მირეი დარკის სიყვარული ფრანგული კინოს სიმბოლოდ

2026-11-19 14:26:26+04:00

 

ალენ დელონისა და მირეი დარკის სასიყვარულო ისტორია ფრანგული კინოს ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ამბავია, რომელიც მძაფრი ვნებითა და განსაკუთრებული თანამოაზრეობით გამოირჩევა.
Alain-Delon- Mireille-Darc
ფრანგული კინოს ხატმა, ალენ დელონმა ნიჭიერი მსახიობი მირეი დარკი 1968 წელს ფილმ „Jeff“-ის გადასაღებ მოედანზე გაიცნო. მათი ურთიერთობა მალევე გასცდა პროფესიულ ჩარჩოებს და თითქმის თხუთმეტწლიან, ლეგენდარულ სასიყვარულო ისტორიად იქცა. ამ ვნებიანმა და რთულმა რომანმა თავისი კვალი დატოვა 70-იანი წლების ფრანგულ კინოში და დღემდე უპირობო სიყვარულის სიმბოლოდ რჩება.
  • სტუმრობა საქართველოში, ორი შვილის სიკვდილი და ბოჰემური ცხოვრება: რობერტ რედფორდის დიდი მოგზაურობა

გადამწყვეტი შეხვედრა

ფილმ „Jeff“-ის გადაღებები მათი ისტორიის საწყისად იქცა. უკვე ქარიზმითა და გარეგნობით ცნობილი ალენ დელონი მაშინვე მოიხიბლა მირეი დარკით — მსახიობით, რომელსაც თავშეკავებული, თუმცა მიმზიდველი ხიბლი ჰქონდა. მათი ეკრანული თანამოაზრეობა მალევე გადაიზარდა კამერებს მიღმა მძაფრ სასიყვარულო ურთიერთობაში. სიყვარულის ქალაქი, პარიზი მათი რომანტიკული თავგადასავლების სივრცედ იქცა — საუკეთესო რესტორნებში ვახშმობით დაწყებული, სენის სანაპიროზე საღამოს სეირნობით დასრულებული.
Alain-Delon- Mireille-Darc

საკულტო ფილმები და გამორჩეული ქიმია

ალენ დელონსა და მირეი დარკს შორის არსებული ქიმია მხოლოდ მათ პირად ცხოვრებაში არ გამოვლენილა — ის ეკრანზეც აისახა არაერთ ფილმში, რომლებიც ფრანგული კინოს კლასიკად იქცა.
1970 წელს ისინი ერთად გამოჩნდნენ საკულტო ფილმში „Borsalino“. დელონმა და დარკმა 1930-იანი წლების მარსელის კრიმინალურ ინტრიგებში ჩართული წყვილი განასახიერეს. ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად და მაყურებელში მათი პოპულარობა კიდევ უფრო განამტკიცა.
Alain-Delon- Mireille-Darc
1972 წელს მათ ითამაშეს ფსიქოლოგიურ თრილერში „Les Seins de glace“, სადაც მირეი დარკი მკვლელობაში ბრალდებულ იდუმალ ქალს განასახიერებს, ხოლო ალენ დელონი ადვოკატს, რომელიც მისი გავლენის ქვეშ ექცევა. ეს ფილმი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეეძლოთ მათ მაყურებლის მოჯადოება თავიანთი მაგნიტური სხივით.
  • ახალი თაობის ალენ დელონი: როგორ დაიპყრო უილიამ ფრანკლინ-მილერმა მსოფლიო
მათი თანამშრომლობა გაგრძელდა 1970 წლის კომედიურ დრამაში „Madly“, რომელიც რთულ სასიყვარულო ურთიერთობებს იკვლევს, და ფილმში „L’Homme pressé“ (1977), სადაც დელონი დროზე შეპყრობილ ბიზნესმენს თამაშობს, დარკი კი მის მეუღლეს, რომელიც ცდილობს, ის უფრო გაწონასწორებულ ცხოვრებას დაუბრუნოს. ეს ფილმები აჩვენებს არა მხოლოდ მათ სამსახიობო ნიჭს, არამედ იმასაც, თუ როგორ ავსებდნენ და კვებავდნენ ისინი ერთმანეთს როგორც შემოქმედებითად, ისე პიროვნულად.
Alain-Delon- Mireille-Darc

გარდაუვალი, მაგრამ მტკივნეული დაშორება

თითქმის თხუთმეტწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ალენ დელონი და მირეი დარკი 1983 წელს დაშორდნენ. დაშორების მიზეზი სიყვარულის ნაკლებობა არ ყოფილა — ამას უფრო პირადი და პროფესიული მიზეზები ედო საფუძვლად. 1980 წელს დედის გარდაცვალებით ღრმად დაზაფრული დელონი რთულ პერიოდს გადიოდა, რამაც აიძულა, ყურადღება საკუთარ თავზე გადაეტანა. თავის მხრივ, მირეი დარკს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა, რაც მის ყოველდღიურობაზე აისახებოდა და უკან დახევას აიძულებდა.
მათი დაშორება უდიდეს სევდასთან იყო დაკავშირებული, თუმცა ამას მათ შორის არსებული ღრმა კავშირი არ გაუწყვეტია. მოგვიანებით დელონი ამბობდა: „ის ჩემი ცხოვრების ქალი იყო, ჩემი მეორე მე“. მიუხედავად იმისა, რომ მათი სასიყვარულო რომანი დასრულდა, მათი მეგობრობა ურყევი დარჩა.

ბოლომდე გაუტეხელი კავშირი

დაშორების შემდეგაც კი ალენ დელონმა და მირეი დარკმა განსაკუთრებული სიახლოვე შეინარჩუნეს. ისინი ერთმანეთს ჭირშიც და ლხინშიც გვერდში ედგნენ და ამტკიცებდნენ, რომ მათი ურთიერთობა რომანტიკულ სიყვარულზე გაცილებით შორს მიდიოდა. როდესაც 1983 წელს მირეი დარკს გულზე ოპერაცია გაუკეთეს, დელონი მის გვერდით იყო და მფარველივით დარაჯობდა.
  • დიდების მძიმე ფასი და ოთხი შვილის დრამა: მიუწვდომელი „სამურაის“ პირადი ცხოვრება
ეს თანამოაზრეობა 2017 წლამდე, მირეი დარკის გარდაცვალებამდე გაგრძელდა. მისი სიკვდილით ღრმად შეძრულმა ალენ დელონმა მას გულისამაჩუყებელი პატივი მიაგო და განაცხადა: „მირეი ჩემთვის ყველაფერი იყო. ის ჩემი მფარველი ანგელოზი იყო, ერთადერთი ქალი, რომელსაც მნიშვნელობა ჰქონდა ჩემს ცხოვრებაში“. მიუხედავად განსაცდელებისა და სირთულეებისა, მათი ისტორია მრავალი წყვილისთვის შთაგონების წყაროდ და იმ სიყვარულის მაგალითად დარჩა, რომელიც დროს სძლევს.