თაობის გამორჩეული წყვილი - სიყვარულის ზღაპარი: ანდრო ჭიჭინაძე და ირინკა ჩხენკელი - Marao

თაობის გამორჩეული წყვილი - სიყვარულის ზღაპარი: ანდრო ჭიჭინაძე და ირინკა ჩხენკელი

2026-11-23 15:13:32+04:00

ირინკა ჩენკელისა და ანდრო ჭიჭინაძის წყვილს ჩვენს ქვეყანაში ბევრი იცნობს - მათ ცალ-ცალკე მართლაც შთამბეჭდავი და წარმატებული კარიერა აქვთ - ანდრო ჭიჭინაძე ახლი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ნიჭიერი მსახიობია, ირინკა ჩხენკელი კი „სუხიშვილების“ რიგებში საამაყო ადგილს იკავებს. 

  • გამორჩეული გარეგნობა, წარმატებული კარიერა და ულამაზესი ოჯახი - გაიცანით მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე უფრო ახლოს

2024 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ანდრო ჭიჭინაძე სამოქალაქო აქტივიზმისა და საპროტესტი აქციებში მონაწილეობის გამო დააკავეს, ირინკა ჩხენკელი პერიოდულად აქვეყნებს მასთან ერთად გადაღებულ კადრებს - მათი სიყვარულისა და ულამაზესი კადრებისთვის კი უამრავ კომპლიმენტს იღებს. 

andro-chichinadze

andro-chichinadze

 

andro-chichinadze

ანდრო ჭიჭინაძე

ახალგაზრდა მსახიობი დაიბადა 1996 წლის 30 ივლისს თბილისში, ოთარ ჭიჭინაძისა და ლიკა გუნცაძის ოჯახში. 2018 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრამის ფაკულტეტი, ლევან წულაძის სახელოსნო. 2022 წლიდან თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობი იყო. ანდრო ჭიჭინაძეს ჰყავს ერთი ვაჟი, ნიკო ჭიჭინაძე. 

  • ქართველი მსახიობები „ოსკარის“ ნომინანტი კინოვარსკვლავის ლიამ ნისონის ახალ ფილმში: როდის და სად შეიძლება ფილმის ნახვა

ანდრო ჭიჭინაძეს საზოგადოება უკვე რამდენიმე წელია, კარგად იცნობს. ის თეატრისა და კინოს მსახიობია და ახალგაზრდა ხელოვანს უკვე არაერთი დასამახსოვრებელი როლი აქვს შექმნილი. ანდრო განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ახლა არა პროფესიული საქმიანობის, არამედ სამოქალაქო აქტივიზმის გამო მოექცა - ის 2024 წელს დააკავეს, 2025 წლის სექტემბერში სასამართლომ მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ანდრო ღიად გამოხატავდა საკუთარ აზრს  ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. ის აქტიურად მონაწილეობდა 28 ნოემბერს დაწყებულ საპროტესტო ტალღაშიც, თუმცა არ გამოირჩეოდა არც სიტყვიერი და არც ფიზიკური აგრესიით.

andro

„თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა და ძალიან ახლოს დგას ჭეშმარიტებასთან, ამიტომაც ადამიანი მუდმივად ისწრაფვის მისკენ. ჩემთვის თავისუფლება არის საკუთარ თავზე, საკუთარ მოთხოვნებზე მაღლა დგომა, რომელიც მიუღწევადია, მაგრამ სწრაფვას ყოველთვის აქვს აზრი“.

ირინკა ჩხენკელი

ირინკა ჩხენკელი იმ ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა მიმართ საზოგადოების ინტერესი მხოლოდ ერთი სფეროთი არ შემოიფარგლება - გამორჩეული გარეგნობა, სცენური გამოცდილება, არტისტული ქარიზმა და მრავალფეროვანი საქმიანობა - ირინკას კარიერა ერთმანეთთან რამდენიმე განსხვავებულ სამყაროს აერთიანებს.

irinka

ირინკა ჩხენკელს საზოგადოებ აგანსკაუთრებით კარგად იცნობს „სუხიშვილების“ რიგებიდან - გამორჩეულად დასამახოვრებელი სახე მან პროექტში „რამიშვილები“ შექმნა. გარდა სასცენო გამოცდილებისა, ირინკა ჩხენკელი წარმატებით მონაწილეობს არაერთი ცნობილი ბრენდისა თუ კომპანიის სარეკლამო თუ კომერციულ პროექტებში - მისი შარმი, პროფესიონალიზმი და გარეგნობა კი ძნელია, ვინმეს შეუმჩნეველი დარჩეს.