„რადგან დედიკო სილამაზის დედოფალია, თავად პრინცესა გამოდის“ - რას იხსენებს დეა არაყიშვილის „მის საქართველოს“ ტიტულის მოპოვებიდან 16 წლის შემდეგ - Marao

„რადგან დედიკო სილამაზის დედოფალია, თავად პრინცესა გამოდის“ - რას იხსენებს დეა არაყიშვილის „მის საქართველოს“ ტიტულის მოპოვებიდან 16 წლის შემდეგ

2026-11-24 10:49:08+04:00

მოდელი დეა არაყიშვილი „მის საქართველო 2010“-ის კონკურსში გამარჯვების ემოციურ ისტორიას საჯაროდ იხსენებს და იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც, მისი თქმით, მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

dea-arakishvili

  • ისტორიული ტრიუმფი მალაიზიაში: საქართველოს წარმომადგენელი, ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებული გახდა 

დეა არაყიშვილის მოგონებები "მის საქართველოზე"

"დღეს მინდა ვისაუბრო ჩემი და „მის საქართველოს“ ამბავზე, რომელზეც ასე საჯაროდ ფაქტობრივად არასდროს მისაუბრია. 2010 წლის გახსენებისას მახსენდება ძლიერი ემოციები, ახალი ადამიანები და საკუთარი თავის აღმოჩენის პროცესი. მაშინ ჯერ კიდევ 20 წლის ვიყავი და საკუთარ თავზე ბევრი რამ მქონდა სასწავლი. ამ გამოცდილებამ შემძინა მეტი თავდაჯერებულობა, საკუთარი თავის რწმენა, გამბედაობა და მასწავლა საკუთარი თავის უკეთ გამოხატვა. უკვე 16 წელი გავიდა იმ საღამოდან, რომელმაც ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. დღესაც მახსოვს ის მძაფრი ემოცია, როდესაც სცენაზე ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს და თავზე „მის საქართველოს“ გვირგვინი დამადგეს - მოულოდნელობისგან ვიგრძენი, რომ მუხლები მომეკვეთა და გონებას ვკარგავდი.

დღეს უკვე ორი შვილის დედა ვარ და ჩემთვის ყველაზე ამაღელვებელი ის არის, რომ ამ ფაქტით ყველაზე მეტად სწორედ ჩემი შვილები ამაყობენ. ჩემი უფროსი ქალიშვილი, ალექსანდრა, ამ ამბავს ყოველდღე ყველას უყვება და ბოლოს დიდი სიამაყით თვითონვე ასკვნის, რომ რადგან დედიკო „მის საქართველო“ და სილამაზის დედოფალია, თავად პრინცესა გამოდის. ეს ჩემთვის წარმოუდგენლად ძვირფასი ემოციაა.

აქვე მინდა აღვნიშნო ის უდიდესი სიყვარული, პატივისცემა, დაფასება, მხარდაჭერა და აღიარება, რომელსაც წლების განმავლობაში ვიღებდი თქვენგან და ვიღებ დღემდე. სოციალურ ქსელებში თუ პირადად გამოხატული ეს დამოკიდებულება ყოველდღე მახსენებს, როგორ გამიმართლა, რომ ამდენი ადამიანის კეთილგანწყობა დავიმსახურე. 16 წლის შემდეგ უკვე სულ სხვა ქალი ვარ - მეტი გამოცდილებით, პასუხისმგებლობითა და ცხოვრების განსხვავებული ხედვით, თუმცა იმ 20 წლის პატარა გოგოს, რომელიც მაშინ სცენაზე იდგა, დღესაც დიდი სითბოთი და სიყვარულით ვიხსენებ.

ამ წლებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მასწავლა: სილამაზე მხოლოდ ის არ არის, რასაც სარკეში ვხედავთ. ის ჩვენს ხასიათში, ღირსებაში, არჩევანში, ადამიანების მიმართ დამოკიდებულებასა და იმ კვალშია, რომელსაც მათ გულებში ვტოვებთ. გვირგვინს მხოლოდ ერთხელ ირგებ, თუმცა სიამაყე, პასუხისმგებლობა და მოგონება, რომელიც მას ახლავს, ყოველთვის თან მოგყვება.

მადლობა ყველას, ვინც ამ ისტორიის ნაწილი იყო. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სააგენტო „იმიჯ ცენტრს“, მის გუნდსა და მენეჯერებს, რომლებმაც კონკურსში მონაწილეობა გადამაწყვეტინეს, ასევე მის ხელმძღვანელს, ქალბატონ ია კიწმარიშვილს, რომელმაც ცხოვრებაში უდიდესი შანსი მომცა. და ბოლოს, მინდა წარმატება ვუსურვო ყველა იმ გოგონას, რომელიც დღეს პირველ ნაბიჯებს დგამს საკუთარი ოცნების ასასრულებლად - გახსოვდეთ, რომ გვირგვინი შეიძლება მხოლოდ ერთმა მოიპოვოს, თუმცა საკუთარი თავის რწმენა ყველას შეუძლია აქციოს ცხოვრებისეულ გამარჯვებად," - ამბობს დეა