მომღერალ თათა გიორგობიანს საზოგადოება კარგად იცნობს - ის "ღამის შოუს ბენდის" წევრია და ტელეეკრანებზეც ხშირად ჩანს, ამის პარალელურად, თათა პროფესიით ფსიქოლოგია და ამ მიმართულების კონტენტს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ცნობილია, რომ თათა გიორგობიანი დანიშნულია - მისი მეუღლე ეკონომისტი და ბლოგერი კონსტანტინე მოსიძეა. წყვილი ერთად გადაღებულ ფოტოებს პერიოდულად აქვეყნებს, თუმცა ირად ცხოვრებასა და ურთიერთობაზე იშვიათად საუბრობს. თათა განმარტავს, რომ სწორედ ამის გამო მისი და მისი მეუღლის შესახებ არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, წერენ იმასაც, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ თათა გიორგობიანმა ვრცელი მიმართვაც ჩაწერა.

თათა გიორგობიანის მიმართვა
„აღარ დამთავრდა ეს თემა აღარასდროს და ამიტომ გადავწყვიტე, მოკლე ვიდეო ჩამეწერა. ზოგიერთმა სააგენტომ ფრაზა, „ურთიერთობებში გარანტიები არ არსებობს და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, 10, 20 და 30 წლიანი ურთიერთობის შემდეგაც კი“, გადაწყვიტეს ისე გაეკეთებინათ, თითქოს მე კონკრეტულად ჩემს მეუღლეზე ვსაუბრობდი. რეალობა კი ისაა, რომ გადაცემაში მიწვეული ვიყავი როგორც ფსიქოლოგი და საუბარი ეხებოდა კრიზისების დაძლევას და არა ჩემს პირად ოჯახს და რომელიმე გადაწყვეტილებას. ეს უბრალოდ არის ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ადამიანების ძალიან დიდმა ნაწილმა რეალობაში გაურკვევლად უსამართლოდ დამიწყო ლანძღვა, „ახალი გათხოვილია და უკვე დაშორებაზე ფიქრობს“, წერდნენ მსგავს და კიდევ უფრო უარეს, უხამს კომენტარებს. მინდა მკაფიოდ და ყველას გასაგებად ვთქვა, რომ ეს ყველაფერი არის ჩემი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის ხელყოფა და ამასთან დაკავშირებით კანონმდებლობა არსებობს საქართველოში, რომელიც ძალიან მკაცრია. მე მაქვს სრული უფლება დავაყენო პასუხისმგებლობა იმ ადამიანების, ვინც მიზანმიმართულად ავრცელებს სიცრუეს და ასევე პასუხისმგებლობის დაყენება მოვითხოვო იმ ადამიანების, ვინც შეურაცხყოფას მაყენებს არ ვარ სკანდალებზე ორიენტირებული ადამიანი, არ მჭირდება სკანდალები, ვარ ორიენტირებული ჩემს საქმიანობაზე. ამიტომ არ ვაპირებ ჩემი ენერგია უსაფუძვლო ჭორებსა და სასამართლოზე დავხარჯო, უბრალოდ დროა, ჟურნალისტებმაც ისწავლონ ეთიკური მუშაობა (ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა) და რიგითმა მკითხველებმაც ისწავლოს რეალური ნიუსის „ფეიკისგან“ გარჩევა. მადლობა ყველას, ვინც გვერდში მედექით და მამხნევებდით. მე ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას“, – ამბობს თათა გიორგობიანი ვიდეომიმართვაში.