"ამის მერე როგორღა უნდა მომერიოს რამე?" - რას წერს მარიამ შარმანაშვილი განქორწინების შემდეგ - Marao

"ამის მერე როგორღა უნდა მომერიოს რამე?" - რას წერს მარიამ შარმანაშვილი განქორწინების შემდეგ

2026-11-25 14:33:33+04:00

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი ერთმანეთს დაშორდნენ. აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებას თავად მარიამმა გაუზიარა, თუმცა ურთიერთობის დასრულების მიზეზებსა და დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

ცხოვრების ამ ეტაპზე მარიამისთვის მთავარ საყრდენად და მოტივაციის წყაროდ მისი შვილი, დემე იქცა. მარიამმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ რა სიურპრიზი დაახვედრა მას შვილმა დილით. დემემ დაფაზე ინგლისურ ენაზე ცნობილი ფრაზა დაწერა: „Whatever doesn't kill you makes you stronger“  - რაც არ გკლავს, გაძლიერებს.

შვილის ამ ჟესტს მარიამის გამოეხმაურა.

"დემემ დამიტოვა ამ დილას ეს წარწერა დაფაზე.. ამის მერე როგორღა უნდა მომერიოს რამე.." - წერს მარიამი

mariam-sharmanashvili

  • "მეც არ მჯერა, რომ ამას ვწერ..." - მარიამ შარმანაშვილის ვრცელი წერილი განქორწინების შესახებ 

მარიამ შარმანაშვილი განქორწინების შესახებ

"მეც არ მჯერა, რომ ამას ვწერ, რადგან ჩვენს სიყვარულს უამრავი გულშემატკივარი ჰყავდა. სწორედ ამიტომ, თავს ვალდებულად ვთვლი, გაურკვევლობაში არ გამყოფოთ და დაგიდასტუროთ, რომ ჩემი ქორწინება დასრულდა. 

მიზეზებსა და დეტალებზე არ ვაპირებ საუბარს, რადგან ეს სწორ საქციელად არ მიმაჩნია, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ექვსწლიან ურთიერთობაში უბედნიერესი ვიყავი. გარდა ამისა, ეს ამბავი მხოლოდ ჩვენ ორს, მე და კარლოს გვეხება და საჯაროდ მიზეზების განხილვა არაეთიკურად მიმაჩნია. არ ვარ ადამიანი, რომელიც პირად ურთიერთობაში იმპულსურ გადაწყვეტილებებს იღებს, მინდა იცოდეთ, რომ ეს ნაბიჯი ბევრი ფიქრის შემდეგ, სრულად შეგნებულად გადავდგი.

mariam-sharmanashvili

  • "არ ვიცოდი, ასეთი ცნობილი თუ იყო... მაშინ ფარმაცევტი ვიყავი" - მარიამ შარმანაშვილის გულახდილი ინტერვიუ და ზღაპრული ამბავი 

მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი განუზომელია მე ეს უნდა გამეკეთებინა ორივეს ბედნიერებისთვის, მე მადლიერი ვარ კარლოსი, მასთან გატარებული ყველა ბედნიერი წუთისა და დღისთვის. ის ჩემი ცხოვრების ულამაზესი წლების შემოქმედი იყო. გულწრფელად ვუსურვებ მას ბედნიერებას და ცხოვრების ბოლომდე მის გულშემატკივრად დავრჩები. ზოგჯერ გაშვება სიყვარულის ყველაზე ჭეშმარიტი გამოვლინებაა..."

როგორც ჩანს, მარიამი პირადი ურთიერთობის შესახებ უამრავ კომენტარსა და პირად შეტყობინებას იღებს - მათ შორის, მხარდაჭერასთან ერთად, ზოგიერთი ნეგატიური ხასიათისაცაა. სწორედ ამაზე წერს ამჯერად მარიამ შარმანაშვილი. 

"იცნობდეთ! ასეთებიც გვყავს, სამწუხაროდ, საზოგადოებაში, მიწასთან გასწორებულს ზემოდან რომ შედგებიან და ამით სიამოვნებას იღებენ. ჰგონიათ, რომ რამეს გატკენენ. დამიჯერეთ, ამ მდგომარეობაში უფრო მეტად ვეღარ მატკენთ. მაგრამ ერთი იცოდეთ, ვისაც ეს ამბავი გაგიხარდათ, სულ ტყუილად, მალე იხილავთ მარიამს უფრო ძლიერს და ბედნიერს".