შავი პარასკევი წიგნების მოყვარულებისთვის „საკითხავის ფესტივალი“ თბილისი მოლში ბრუნდება - Marao

შავი პარასკევი წიგნების მოყვარულებისთვის „საკითხავის ფესტივალი“ თბილისი მოლში ბრუნდება

2026-11-26 14:32:58+04:00

ნოემბრის ბოლო პერიოდი ტრადიციულად, წლის ყველაზე მასშტაბურ ფასდაკლებებთან ასოცირდება. თუმცა, წიგნის მოყვარულებისთვის ეს პერიოდი ორმაგად სასიხარულოა, რადგან შავი პარასკევი „პალიტრა L-ში“ წელს, „საკითხავის ფესტივალთან“ ერთიანდება!

27, 28 და 29 ნოემბერს, „თბილისი მოლის“ ცენტრალური დარბაზი ნამდვილ ლიტერატურულ სამყაროდ გადაიქცევა, სადაც მკითხველს წლის ერთ-ერთი საუკეთესო შეთავაზებები, მრავალფეროვანი ლიტერატურა და განსაკუთრებული საფესტივალო განწყობა ელოდება. 

30-60%-იანი ფასდაკლება და წიგნები 10 ლარად! 

palitra-l

„საკითხავის ფესტივალი“ საუკეთესო შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურს, პირადი ბიბლიოთეკა ახალი გამოცემებით შეავსოს, ზამთრის საღამოებისთვის საინტერესო საკითხავი მოიმარაგოს ან წინასაახალწლოდ საყვარელი ადამიანებისთვის საუკეთესო საჩუქრები შეარჩიოს. 

palitra-l 

ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს დახვდებათ: 

  •  30-დან 60%-მდე ფასდაკლება სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ და არამხატვრულ ლიტერატურაზე - კლასიკური რომანებიდან და თანამედროვე ბესტსელერებიდან დაწყებული, თვითგანვითარების, ბიზნესისა და საბავშვო გამოცემებით დამთავრებული;
  •  სპეციალური შეთავაზება - გამორჩეული სერიები და წიგნები მხოლოდ 10 ლარად! ეს არის შანსი, სიმბოლურ ფასად შეიძინოთ საყვარელი ავტორების ნაწარმოებები ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მკითხველისთვის.

palitra-l 

როდის და სად მიხვიდეთ:

მოინიშნეთ კალენდარში  სამი დღე- 27, 28 და 29 ნოემბერი, დაგეგმეთ ვიზიტი ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად და არ გამოტოვოთ შავი პარასკევის მთავარი ლიტერატურული მოვლენა.

მისამართი: „თბილისი მოლი“, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-16 კმ (213 კმ), ცენტრალური ატრიუმი, I სართული.

ეწვიეთ „საკითხავის ფესტივალს“, ისარგებლეთ „პალიტრა L-ის“ შავი პარასკევის გრანდიოზული ფასდაკლებებით და აქციეთ კითხვა კიდევ უფრო სასიამოვნო ყოველდღიურობად!

R