"ყველაზე აბეზარი შეკითხვა ადამიანებისგან - არ თხოვდები? როდის თხოვდები?" - ეკო ფანგანის ბლიც-ინტერვიუ - Marao

"ყველაზე აბეზარი შეკითხვა ადამიანებისგან - არ თხოვდები? როდის თხოვდები?" - ეკო ფანგანის ბლიც-ინტერვიუ

2026-11-26 16:05:59+04:00

ეკო ფანგანი ქართველი ტელეწამყვანი, წამყვანი, რადიოწამყვანი და ინფლუენსერია. მუშაობდა ტელეკომპანია „იმედზე“ და რადიოში, ასევე მონაწილეობდა ისეთ პროექტებში, როგორებიცაა „უკანასკნელი გმირი“ და „ცეკვავენ ვარსკვლავები“. სხვადასხვა დროს საქმიანობდა პიარის, პროდიუსინგისა და სამოდელო სფეროშიც.

pangani

ეკო ფანგანის ბლიც-ინტერვიუ

- რით ხართ ცნობილი?

- ტელევიზიაში მუშაობით.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ...

- Chao, რომელსაც ვხმარობ მისალმების დროსაც და დამშვიდობების დროსაც.

  • "პირად ცხოვრებაზე სასაუბრო მაქვს, მაგრამ ამ თემაზე ხმამაღლა ლაპარაკი არ მიყვარს" - ეკო ფანგანი ეკრანს მიღმა: როგორია ტელეწამყვანის ოჯახი, პირადი ურთიერთობები და ცხოვრება

- არის თუ არა როლი, რომელზეც უარს იტყოდით?

- მითქვამს ბევრ როლზე უარი.

- ის, რაც არ მაქვს და ყველაზე მეტად მინდა, რომ მქონდეს...

- ასე თუ ისე ყველაფერი მაქვს. -

- არასოდეს მავიწყდება...

- ტუშის წასმა.

- ადამიანი, რომელმაც შემცვალა...

- არ არის ჯერ ასეთი ადამიანი.

- ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ვძლებ...

- ტელეფონი და საათი.

- ყველაზე სკანდალური ჭორი, რაც ჩემ შესახებ გამიგია...

- როგორ ვრეაგირებ ჭორებზე...

  • „დავდივარ ტაძარში, ვვარჯიშობ, არ მომწონს მკაცრი დიეტები“ - ეკო ფანგანის რჩევები და ცხოვრების სტილი

- გააჩნია ჭორს, მაგრამ ძირითადად მშვიდად.

- შემთხვევა, რომელმაც შემცვალა...

- წლებთან ერთად მოტანილი გამოცდილება გვცვლის ნელ-ნელა, ერთბაშად არაფერს შეუცვლივარ.

- ხასიათი მაქვს... მრვალფეროვანი.

- რას უსურვებდით ჩვენს ქვეყანას... მშვიდობას.

- ყველაზე აბეზარი შეკითხვა ადამიანებისგან... არ თხოვდები? როდის თხოვდები?