ცოტა ხნის წინ ალა პუგაჩოვას შესახებ მედია აქტიურად წერდა - მისი გულშემატკივრები მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წუხდნენ და ამბობდნენ, რომ ალა პუგაჩოვას გულის ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. მოგვიანებით, პუგაჩოვამ და მისმა მეუღლემ ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდეს და განმარტეს, რომ მომღერალმა ფეხი მოიტეხა, ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი კი 4 თვეს გაგრძელდა.
მას შემდეგ ალა პუგაჩოვა სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდებოდა, სულ ცოტა ხნის წინ კი მაკიაჟისა და ფილტრის გარეშე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა - ამ კადრმა მისი გულშემატკივრების დიდი მოწონება დაიმსახურა - აღნიშნავენ, რომ 77 წლის პრიმადონა შესანიშნავად გამოიყურება.

ალა პუგაჩვა და მაქსიმ გალკინი
ალა პუგაჩოვა საბჭოთა და რუსული ესტრადის პრიმადონად ითვლება, რომლის კარიერა 1960-იანი წლიდან იწყება. იგი ცნობილია მრავალი ჰიტით და დღემდე სარგებლობს პოპულარობითა და სიყვარულით.
მაქსიმ გალკინი კომიკოსი, ტელეწამყვანი და იმპრესიონისტია, რომელმაც პოპულარობა 2000-იან წლებში მოიპოვა. იგი ცნობილია თავისი იუმორისტული ნომრებითა და სატელევიზიო შოუებით.
მათი ურთიერთობა 2001 წელს დაიწყო, ხოლო 2011 წელს დაქორწინდნენ. 2013 წელს სუროგაციის გზით შეეძინათ ტყუპები - ლიზა და ჰარი.
2022 წელს, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ოჯახი რუსეთიდან ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. გალკინმა ისრაელში საკონცერტო ტურნე გამართა, ხოლო მათი შვილები სწავლას ადგილობრივ სკოლაში აგრძელებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მედიაში მათი დაშორების შესახებ ჭორები ვრცელდებოდა, ამის ოფიციალური დასტური არ არსებობს. ოჯახი მანამდე აგრძელებდა ისრაელში ცხოვრებას, სანამ იქ სამხედრო მოქმედებები დაიწყებოდა. მას შემდეგ ალა და გალკინი შვილებთან ერთად კვიპროსზე, ლიმასოლში გადავიდნენ, სადაც სახლი პანდემიის დაწყებამდე შეიძინეს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის ყველა წევრმა ევროპული პასპორტი მიიღო, მშობლებმა ბავშვებისთვის შესაფერისი სკოლა კვიპროსზე ვერ იპოვეს და სასწავლელად ლონდონში გაუშვეს.
იმის გამო, რომ გალკინი ხშირად მოგზაურობს და აწყობს კონცერტებს სხვადასხვა ქვეყანაში, ალას ლიმასოლში თითქმის მარტო უწევს ცხოვრება. მისთვის ეს კლიმატი შესაფერისი არ არის და, როგორც მედია წერს, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს...