PSP-ის ქსელში „შავ პარასკევს“ 80%-მდე ფასდაკლებით შეგიძლიათ დააცარიელოთ სურვილების სია და მოიმარაგოთ პროდუქტები, რომლებიც თქვენს თავის მოვლის რუტინას კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის.
PSP-ის „შავი პარასკევის“ აქციისთვის მოგიმზადეთ სია, თუ რას შეიძენთ სულ რაღაც 15, 25 და 35 ლარად. აქციის ფარგლებში იმაზე მეტის შეძენა შეგიძლიათ, ვიდრე წლის ნებისმიერ დროს, ამიტომ არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა თქვენი საყვარელი სააფთიაქო ქსელისგან!
პოლონური ბრენდის, Ziaja-ს პროდუქტები ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური და ეფექტურია. რაც მთავარია, ყველაფერი წარმოებულია ევროკავშირის რეგულაციების დაცვით. შესაბამისად, Ziaja-ს სახით თქვენ იძენთ ხელმისაწვდომ, მაგრამ ხარისხიან თავის მოვლის საშუალებებს.
15 ლარად PSP-ში მოიმარაგებთ ისეთ ოთხ პროდუქტს, როგორიცაა ხელის კრემი, ტუჩის ბალმი, თეთრი ვაზელინი და ფეხის კრემი. ყველა მათგანი იდეალურია ზამთრის ცივი სეზონისთვის, როცა კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.
25 ლარად მამაკაცისთვის შეიძენთ ესპანური ბრენდის, Lea-ს დეოდორანტსა და გაპარსვის შემდგომ ბალზამს, ასევე შვედური ბრენდის, Recipe-ის საპარს ქაფს. პარსვისთვის განკუთვნილი და შემდგომი მოვლის პროდუქტები გამოირჩევა ბარიერის აღმდგენი ფუნქციით, არ აღიზიანებს კანს და იცავს გამოშრობისგან. დეოდორანტი კი გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით წლის ყველა სეზონზე.
25 ლარად PSP-ში შეიძენთ თმის მოვლის ისეთ პროფესიონალურ საშუალებებს, როგორიცაა იტალიური ბრენდის, Kaypro-ს გამხსნელი აქტივატორი და თმის საღებავი, ასევე Ziaja-ს შამპუნი, ბალზამი და სველი ხელსახოცი, რომელიც მნიშვნელოვანია, ყოველთვის გვეგულებოდეს ჩანთაში. აღსანიშნავია, რომ 25 ლარად ფაქტობრივად მთელი თმის მოვლის რუტინის აწყობაა შესაძლებელი.
„შავი პარასკევის“ აქციის ფარგლებში PSP-ში სულ რაღაც 35 ლარად ტანის მოვლის სრულ რუტინას ააწყობთ. ამ ბიუჯეტის ფარგლებში შეიძენთ: ჩეხური ბრენდის, Harmony Herbs-ის შხაპის გელს; ბრიტანული ბრენდის, Colour Me-ის ტანის სპრეის; იტალიური ბრენდის, Equilibra-ს ტანის ლოსიონს; ესპანური ბრენდის, Lea-ს ანტიპერსპირანტს; ღრუბელსა და საპონს მანგოსა და ანანასის არომატით, რომელიც ნაზად ასუფთავებს კანს გამოშრობის გარეშე, და ინტიმურ სველ ხელსახოცს.
თმის მოვლის რუტინის შექმნა ახლა მხოლოდ 35 ლარად შეგიძლიათ. PSP-ის ქსელში, ადგილზე და ონლაინ, ამ ბიუჯეტში შეიძენთ: იტალიური ბრენდის, Fanola-ს აღმდგენ შამპუნს; იტალიური ბრენდის, Raywell-ის თმის ნიღაბს; Tarko-ს უმაღლესი ხარისხის სავარცხელს, რომელიც სკალპის დაბანისას გამოიყენება; Lionesse-ის წვრილ სავარცხელს ვარცხნილობისთვის ან თმის გასაყოფად და Panorama Professional-ის თმის მუსს ფიქსაციისთვის.
ეს ყველაფერი არ არის - 30 ნოემბრის ჩათვლით PSP-ში 80%-მდე ფასდაკლება დაგხვდებათ წამყვან ბრენდებზე. სწორედ ამიტომ „შავი პარასკევი“ საუკეთესო დროა, რომ დააცარიელოთ სურვილების სია!
R