ნინი ბადურაშვილმა პატარა ელენე კუტალაძესთან ერთად სამშობიარო დატოვა. ამ მოვლენის ამსახველი ფოტოები ინტერნეტში რადიო.გე-მ გაავრცელა.
რა გვარის იქნებოდა ბავშვი, ამაზე მსჯელობა ელენეს დაბადების შემდეგ არ წყდებოდა. ამბობდნენ, რომ ნინი შვილს ბადურაშვილზე დაწერდა, მაგრამ ჭორაობას წერტილი იმედა კახიანმა დაუსვა, რომლის თქმით, ბავშვი კუტალაძე იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ გოგონას დაბადების შემდეგ კუტალაძეები კახიანებს არ შეხმიანებიან, ნინი მეუღლესთან კანონიერ ქორწინებაში იმყოფება და ბავშვი მამის გვარზე იწერება.
როგორ განვითარდება მოვლენები წყვილის გარშემო, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს თემა დღემდე აქტუალურობას არ კარგავს.
ალბათ, მოვა დრო, რომ ნინი პრესის ფურცლებზე ან რომელიმე სატელევიზიო გადაცემაში ამ თემაზე ვრცლად ისაუბრებს.
იხილეთ ფოტოგალერეა: reitingi.ge