პიცა, რომელიც არ ასუქებს - Marao

პიცა, რომელიც არ ასუქებს

2013-08-08 15:00:56+04:00

იტალიური პიცა რომ ჩვენი სხეულისთვის მავნებელ პროდუქტთა სიას მიეკუთვნება, ეს ყველამ კარგად ვიცით. მაგრამ პროფესორი დიეტოლოგიის დარგში მაიკ ლინი ირწმუნება, რომ ეს გემრიელი იტალიური კერძი ფიგურისთვის ძალიანაც სასარგებლოა.

მეცნიერმა შეიმუშავა პიცის რეცეპტი, რომელიც დიეტურ სალათაზე სასარგებლოა, წერს The Daily mail. დიეტოლოგმა წარმოადგინა სასარგებლო პიცის სამი სახეობის რეცეპტი, რომელშიც 47 საკვები ნივთიერება შედის. Eat Balanced pizzas – ასეთი სახელი ჰქვია სხეულისთვის სასარგებლო პიცას და ის უკვე გაყიდვაშია.

თუმცა, იმისათვის, რომ ეს პიცა დააგემოვნოთ, მოგიწევთ, იმოგზაუროთ ინგლისში, უელსსა ან შოტლანდიაში.

დიეტური პიცის ძირითადი ინგრედიენტები - წყალმცენარეებია (რკინის, თუთიის, ვიტამინი B12-სა და იოდის საუკეთესო წყარო). ხოლო წითელი წიწაკა, რომელიც ტომატპასტაშია დამატებული, ვიტამინით C მოამარაგებს თქვენს ორგანიზმს.

როგორც სუპერ-პიცის შემქმნელი იუწყება, მისი პროდუქტის ერთი ნაჭერი სასარგებლო ნივთიერებების ყოველდღიური ნორმის ერთ-მესამედს შეიცავს.