ახალი ვეგეტარიანული დიეტა, რომელიც ყველას ძალიან მოეწონება - Marao

ახალი ვეგეტარიანული დიეტა, რომელიც ყველას ძალიან მოეწონება

2013-09-11 15:00:14+04:00

ისევ ებრძვით ზედმეტ კილოგრამებს და ითვლით კალორიებს? ახალი დიეტა, რომელიც The New York Times-ის კოლუმნისტმა შემოგვთავაზა, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გახდომაში დაგეხმარებათ.

მარკ ბიტმანი გვთავაზობს, წონაში დასაკლებად მივყვეთ შემდეგ სქემას: დღისით – მკაცრად ვეგეტარიანული რაციონი, ხოლო საღამოს – თავისუფალი. ამ დიეტას ასეც ჰქვია - VB6, ანუ "ვეგეტარიანელი საღამოს 6 საათამდე".

რა შეგვიძლია, რომ მივირთვათ? მხოლოდ ბოსტნეული, ხილი და ბურღული. სამაგიეროდ, 18:00 საათის შემდეგ, მაშინ, როცა ყველა დიეტა კრძალავს ამ დროს საკვების მიღებას, თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ყველაფერი, რაც მოგესურვებათ – ხორცის სტეიკი, ჰამბურგერი, ტორტის ნაჭერი... თუმცა, ზომიერად.

სწორედ ასეთი სქემით დაიკლო 63 წლის ბიტმანმა საგრძნობლად წონაში და თავიდან აიცილა დიაბეტი. დიეტის პირველ თვეს მარკმა 6 კილოგრამი დაიკლო, ხოლო შემდეგ თვეში – კიდევ 11.

მაგრამ ამ დიეტას ერთი მინუსი აქვს – იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ ფორმა, მოცემული სქემის მიხედვით მოგიწევთ იკვებოთ მთელი ცხოვრება.

შეგახსენებთ, რომ ტრადიციულად, დიეტოლოგები გვირჩევენ, მძიმე და ცხიმიანი საკვები საუზმეზე მივირთვათ და არავითარ შემთხვევაში ვახშმად.