სკანდალი გრძელდება: ვის საყვარლობაში ამხილა სალომე გოგიაშვილმა ნინა წკრიალაშვილი? - Marao

სკანდალი გრძელდება: ვის საყვარლობაში ამხილა სალომე გოგიაშვილმა ნინა წკრიალაშვილი?

2013-09-20 11:08:13+04:00

დაპირისპირება სალომე გოგიაშვილსა და ნინა წკრიალაშვილს შორის ორი დღის წინ დაიწყო. ყველაფრის მიზეზი კი "ფეისბუქზე" სალომეს მიერ გამოქვეყნებული ფოტო გახდა - რუსი მომღერლისა და პლასტიკური ოპერაციების სიმრავლით ცნობილ სერგეი ზვერევის სურათზე ნინა წკრიალაშვილის ფოტო იყო მიმონტაჟებული.

სალომეს დასათაურებულ ფოტოს, სადაც სოციალური ქსელის მომხმარებლებს სამი განსხვავების პოვნას სთხოვდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ თემაზე საიტზე მასალაც დავწერეთ, რომლის ლინკიც მოგვიანებით ნინამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და სალომეს ისეთივე ბედნიერი ცხოვრება უსურვა, როგორსაც საკუთარ თავს უსურვებდა.

ბევრმა ეს ნინას მხრიდან ღირსეულ ნაბიჯად ჩათვალა და სალომეს მისამართით კრიტიკა არ დაიშურა, მაგრამ, როგორც ჩანს, რეალურად ამ ორ ქალბატონს შორის არსებული დაპირისპირების მიზეზი პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა. ნინას სალომეს მიმართ გამოქვეყნებულ თბილ სტატუსს სალომემ სოციალურ ქსელში სულ სხვა ემოციით უპასუხა:

სრულად იხილეთ: reitingi.ge

ასევე იხილეთ:

ნინა წკრიალაშვილი სალომე გოგიაშვილს ეხმაურება

სალომე გოგიაშვილისა და ნინა წკრიალაშვილის დაპირისპირება სკანდალში გადაიზარდა...