თუნდაც დიდი ხანია, ერთად იყოთ, მამაკაცის ეროგენული ზონების ცოდნა ზედმეტი არავისთვის იქნება. ბოლოს და ბოლოს, მინელდება პირველი ეიფორია ადრე თუ გვიან და თქვენი ლოგინის "საფირმო კერძს" სიცხარეც მოაკლდება.
როგორ უნდა მოიქცეთ, რომ კვლავ გაღელვებდეთ თქვენი საყვარელი ადამიანის შეხება? ამაში თქვენი პარტნიორის ეროგენული ზონების ცოდნა დაგეხმარებათ.
სექსოლოგები ამტკიცებენ, რომ რაც უფრო მაღალია თქვენი პარტნიორის განათლების დონე და გონებრივი შესაძლებლობები, მით ხარისხიან სექსს უნდა ელოდეთ მისგან. მაგრამ იმისათვის, რომ ერთმანეთს სიამოვნება მიანიჭოთ, ალბათ არ ღირს, ახლავე გაიქცეთ და უნივერსიტეტში ჩააბაროთ. საკმარისი იქნება, კარგად შეისწავლოთ თქვენი მამაკაცის სხეული და მოემზადოთ ექსპერიმენტებისთვის.
ძირითადი – სხეულის მეტად მგრძნობიარე ნაწილებია, რომლებზე ზემოქმედებითაც მამაკაცს ორგაზმამდე მიიყვანთ და ყველა მათგანი გენიტალიების მიდამოებში მდებარეობს.
დამატებით ეროგენულ ზონებზე ზემოქმედება კი, ძირითადად, პრელუდიის დროს ხდება. დამატებით ზონებში შედის: ყურები, ყელი, მკერდი, მუცელი, ზურგი, ბარძაყები.
ამ წერტილებზე შეხება მამაკაცში ძლიერ ეროტიკულ შეგრძნებებს იწვევს. თუმცა დამატებითი ეროგენული ზონების მგრძნობელობა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. შესაძლოა, ერთს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდეს, მაგალითად, ყურზე მოფერება, მეორეს კი – ზურგზე და ასე შემდეგ... ამიტომაც შეეცადეთ, კარგად შეისწავლოთ თქვენი მამაკაცის მგრძნობიარე ადგილები.
ეროტიკული მასაჟი – საუკეთესო საშუალებაა, აღმოაჩინოთ მამაკაცის ეროგენული ზონები, მაგრამ სანამ მასაჟს დაიწყებდეთ, დარწმუნდით, რომ ოთახში საკმარისი სითბოა და არავინ შეგიშლით ხელს. და რა თქმა უნდა, არ დაივიწყოთ სამი მთავარი წესი:
მგრძნობიარე ზონების (სახის, ყელის, თავის, მკერდისა და ხერხემლის) სტიმულირებისას გამოიყენეთ თითების ბალიშები, ცხვირი და ტუჩები.
ის ზონები კი, რომლებიც მეტი ცხიმოვანი ქსოვილით არის დაფარული (ბარძაყები, უკანალი), უფრო ძლიერ ზემოქმედებას საჭიროებს. ამ დროს მასაჟში ხელისგულები უნდა ჩართოთ.
ძირითად ეროგენულ ზონებზე კი ნაზი და ფრთხილი მასაჟია საჭირო.
იმის მიხედვით, რა მიზანი გაქვთ, შეგიძლიათ, როგორც სწრაფად აანთოთ მამაკაცი, ასევე ნელ-ნელა მიიყვანოთ დასახულ მიზნამდე. თუ გსურთ, საყვარელ მამაკაცს მაქსიმალური სიამოვნება მიანიჭოთ, არ დაიწყოთ ალერსი ძირითადი ეროგენული ზონებიდან (სასქესო ორგანოებიდან).
დაიწყეთ ნაკლებად მგრძნობიარე წერტილებიდან და თანდათან გადადით მეტად ეროგენულებზე. ამასთან, არ მოგერიდოთ აჩვენოთ, რომ თავადაც გსიამოვნებთ ეს პროცესი. ამ შემთხვევაში თქვენი ყველა ქმედება პარტნიორს ბევრად მეტ სიამოვნებას მიანიჭებს და ყველაზე "საინტერესო მომენტი" თქვენთვისაც ზეაღმატებული იქნება.