ბავშვებისთვის ძილის წინ რძისა და ტკბილეულის მიცემა გაციების სიმპტომებს იწვევს - Marao

ბავშვებისთვის ძილის წინ რძისა და ტკბილეულის მიცემა გაციების სიმპტომებს იწვევს

2013-11-01 11:44:41+04:00

ბევრი მშობელი ბავშვს ძილის წინ ფინჯან რძესა და ტკბილ ორცხობილას აძლევს. განსაკუთრებით პოპულარულია ასეთი პრაქტიკა დასავლეთის ქვეყნებში. მაგრამ ექიმები გვაფრთხილებენ, რომ არ ღირს ბავშვისთვის ვახშმად ამ საკვები პროდუქტების მიცემა.

პედიატრი ჯული ვეი ნემურს ჩილდრენსის კლინიკიდან ამტკიცებს, რომ თუ ბავშვს ძილის წინ რძესა და ტკბილეულს მივცემთ, მაშინ შესაძლოა, მას განუვითარდეს გაციების მსგავსი სიმპტომები: ყელის ტკივილი, სურდო, ხველა.

ჯული ვეიმ ჩაატარა დაკვირვება პატარა პაციენტებზე და მშობლებს სთხოვა, შეეწყვიტათ ბავშვისთვის ძილის წინ რძისა და ორცხობილის მიცემა. მას შემდეგ, რაც მშობლებმა ექიმის რეკომენდაცია გაითვალისწინეს, ბავშვებს გაციების მსგავსი ჩივილები მოეხსნათ, - წერს dailymail.co.uk.

საქმე ისაა, რომ პროდუქტები, რომლებსაც ძილის წინ ბავშვს ვაძლევთ, წესიერად არ გადამუშავდება. შედეგად, ისინი კუჭში რჩება და მეტიც, ბავშვის ყელშიც გროვდება, რაც გაციების მსგავს სიმპტომებს იწვევს.