იმისათვის, რომ ზედმეტი წონა მოვიშოროთ, საჭიროა, სწორად განვსაზღვროთ დღის ნორმა ცილები, ნახშირწყლები და ცხიმები. და იმისათვის, რომ ერთ ჯერზე მისაღები ამ ნივთიერებების ზომა-წონა გავიგოთ, აუცილებელი არ არის, გამოვიყენოთ სასწორი.
წესი ძალიან მარტივია:
ხელისგულის ზომა განსაზღვრავს ცილოვანი საკვების ერთ ჯერზე მისაღებ პორციას.
მუშტი – ბოსტნეულის პორციას.
მოხრილი მტევანი, ანუ პეშვი – ნახშირწყლების პორციას.
ცერა თითი – ცხიმების პორციაა.