ჰოროსკოპის ნიშნები ერთმანეთისგან ცხოვრებისეული პრინციპებითაც განსხვავდებიან. მოდი, ვნახოთ, როგორია თითოეული მათგანის 10 ცხოვრებისეული პრინციპი.
ვერძის ნიშნის 10 პრინციპი:
1. უმჯობესია, არ მეკამათოთ.
2. ჯერ გავაკეთებ, მერე – ვიფიქრებ.
3. იქ, სადაც სხვები ამუხრუჭებენ, მე გაზს ვაჭერ.
4. მარად ახალგაზრდა ვიქნები.
5. გააკეთე ჩემსავით, უკეთესად მაინც არ გამოგივა.
6. ყველაზე რთულია – მოსაუბრეს ბოლომდე მოუსმინო.
7. სიჯიუტე – ცოდვა არ არის.
8. მარტივია აკონტროლო სიტუაცია; უფრო რთულია, აკონტროლო საკუთარი ემოციები.
9. ერთი ვერძი კარგია, ორი – ბევრი.
10. მე თავს არ დაგესხმები, მაგრამ ღმერთმა დაგიფაროთ ჩემი გაბრაზებისგან.
კუროს ნიშნის 10 პრინციპი:
1. არ მენანება ფული საყიდლებისთვის, მაგრამ მენანება – გართობისთვის.
2. სხვისი არ მინდა და ნურც სხვა მომთხოვს ჩემსას.
3. მირჩევნია მა, ჩხუბს
4. ნუ შეაწუხებთ მას, ვისაც ბევრი ფული აქვს.
5. კომფორტული დივანი სჯობს ბუნებაში ლამაზი დაისის ცქერას.
6. ჭამა – სერიოზული საქმეა.
7. როცა მეორე მიდიხარ, ძალების ეკონომიას აკეთებ.
8. ვერ ვიტან ერთჯერად სანთებელებს!
9. დეგუსტატორი – აი, ჩემი ჭეშმარიტი მოწოდება.
10. ჭკვიან ადამიანს ბევრი პატრონი ჰყავს.
ტყუპის ნიშნის 10 პრინციპი:
1. დღეს ის აღარ ვარ, რაც გუშინ ვიყავი;
2. ვინც ფლობს ინფორმაციას, ის ფლობს სიტუაციასაც.
3. ერთი ჭკუა კარგია, მაგრამ ორი უკეთესი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ორივე ერთს ეკუთვნის.
4. ფიგარო აქ, ფიგარო იქ.
5. იდეა, როგორც საკვები პროდუქტები, არ უნდა დაძველდეს.
6. ერთი ტელევიზორი, ერთი ტელეფონი სახლში კარგია, მაგრამ სამ-სამი - უკეთესი.
7. ვინც ვერ მოასწრო, მან დაიგვიანა.
8. ცხოვრების დინებას მივყვები, როგორც სკუტერი წყალს – არ ვუღრმავდები. სამაგიეროდ, სწრაფად მივდივარ.
9. ბაზარში "ბაზრისთვის" პასუხს არ ვაგებ.
10. მიყვარს რაოდენობა, რადგან ხარისხისთვის დრო არ მრჩება.
კირჩხიბის ნიშნის 10 პრინციპი:
1. ჩემი სახლი – ჩემი ციხესიმაგრეა.
2. სხვებზე ზრუნვა – აი, ჩემი ჭეშმარიტი მოწოდება.
3. კარგი იქნება, ყველაფრის მარაგი მქონდეს ამქვეყნად, მოთმინებისაც და მურაბებისაც.
4. ვინც მოითმენს, ის მოიგებს.
5. მეგობრებს სჯობს სახლში შევხვდე და არა კაფეში.
6. არაფერი ის არ ათბობს სულს, როგორც სავსე მაცივარი.
7. სჯობს ერთი ვიყიდო და კარგი.
8. რთულია იცხოვრო იქ, სადაც სამალავი ადგილები არ არის.
9. წარსული მხრებით, ზურგჩანთასავით დამაქვს.
10. ნუთუ ოც წელიწადში პალტოს გაცვეთა შესაძლებელია?
ლომის ნიშნის 10 პრინციპი:
1. გამომყევით და სინათლეს გაზიარებთ.
2. სჯობს იქით დაეხმარო, ვიდრე თავად იყო დასახმარებელი.
3. კარგი მანერები – წარმატების გარანტიაა.
4. მზე ლომებისთვის ანათებს.
5. კაბინეტის კარზე ლამაზი აბრა მაღალ ხელფასზე მნიშვნელოვანია.
6. მიყვარს, როცა კარგად მიხდიან, მაგრამ უფრო მიყვარს – როცა კარგად ვხარჯავ.
7. სახლს როიალი უფრო უხდება, ვიდრე პიანინო, მერე რა, რომ მასზე დაკვრა არავინ იცის.
8. ჩემი ლიბერალური გარეგნობის მიუხედავად, გულის სიღრმეში დიქტატორი ვარ.
9. თუ აკეთებ – მაშინ მსხვილი საქმე აკეთე.
10. მზე რაღად გინდათ, როცა მე თქვენთან ვარ?
ქალწულის ნიშნის 10 პრინციპი
1. მოთმინება და შრომა ყველაფერს გააქარწყლებს.
2. კდემამოსილება შვენის არა მარტო ქალს, არამედ ქალწულსაც.
3. ყველა თავისთვის ცხოვრობს, მაგრამ სხვებს ემსახურება.
4. წესრიგი ყველაფერშია საჭირო: თავშიც და სამზარეულოშიც.
5. დამიმტკიცე გასაგებად და ლოგიკურად, რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილნი.
6. ნერვებს მიშლის ცერად დაკიდებული თარო.
7. დიდ მასშტაბებში ვიკარგები.
8. მიჭირს მთელი ვედრო ალუბლისთვის კურკების გამოცლა.
9. ყოველ ქალწულში ნამდვილი ქალი იმალება.
10. თვალშისაცემი ნაკლებლამაზი იყოს, ლამაზი ისედაც შესამჩნევია.
სასწორის ნიშნის 10 პრინციპი
1. პარტნიორის გარეში ხელფეხმოჭრილი ვარ.
2. ოღონდ კამათი არა.
3. დაეთანხმე და გაიმარჯვე.
4. პრინციპულები მხოლოდ სულელები არიან.
5. ვისაც მინდა, რაშიც მინდა, იმაში გავხვევ.
6. სილამაზე გადაარჩენს სამყაროს.
7. ყველაფერი ხალისით უნდა აკეთო.
8. ყველაზე რთული – არჩევანის გაკეთებაა.
9. ყველა წინადადების ბოლოს არ იწერება წერტილი.
10. მე თვითონაც არ ვიცი, ვისი მომხრე ვარ, თეთრების თუ წითლების.
მორიელის ნიშნის 10 პრინციპი
1. სამწუხაროა, რომ ვერავის ვგესლავ.
2. ყველა მოვლენა სავარძელს ჰგავს: მასშიც ფარული ზამბარებია.
3. ღიმილისთვის სერიოზული მიზეზია საჭირო.
4. ყველაფრისგან უნდა გათავისუფლდე, ოღონდ არა ვნებებისგან.
5. ბრძოლის ველზეც სიყვარულზე ვმღერი.
6. ყველა როდი უძლებს ჩემს მზერას.
7. იშვიათად ვამჟღავნებ ვნებას, როგორც ზვიგენი, რომელიც იშვიათად ამოდის წყალს ზემოთ.
8. სამყაროს რაინდები აღარ ჰყავს.
9. ჯერჯერობით არსებობენ დედამიწაზე ოტელოები!
10. კაქტუსივით ვარ – ჩემი ზღაპრული ყვავილი მხოლოდ რჩეულებისთვის იშლება.
მშვილდოსნის ნიშნის 10 პრინციპი:
1. კარგი ადამიანი ბევრი უნდა იყოს.
2. ყველას ყველაფერს ვპატიობ.
3. საუკეთესო შვებულება – დედამიწის გარშემო მოგზაურობაა.
4. პრობლემაში მთავარი – მისი მასშტაბებია.
5. ჩემი იდეალი – მეფე დავითია.
6. ჩემზე გაბრაზება შეუძლებელია.
7. სინდისის ქენჯნა? – ეს რა მცნებაა?
8. მოვალეობის გრძნობა მხოლოდ მოწესრიგებულ ადამიანებს უხდებათ.
9. წინასწარ ნერვიულობა სისულელეა, სიტუაციასთან ერთად გავერკვევი.
10. არავალდებული ადამიანი ვალდებულია, იყოს ვალდებული.
თხის რქის 10 პრინციპი:
1. მე არც სპრინგერი ვარ, არც სტაიერი. მე მარათონელი ვარ.
2. მარტო ვარ ბრძოლის ველზე.
3. ნუ დაარღვევ კანონს, ყველას არ უმართლებს.
4. ჩემთვის ძალიან ცოტა მინდა. ჩემი ქონება – მხოლოდ ჩემი წარმატების სარკეა.
5. ცხოვრება მატარებელს ჰგავს, რომელიც ყოველ სადგურზე მკაცრად განსაზღვრულ დროს ჩერდება.
6. სასიამოვნოა იჯდე სახლში და შორეულ ქვეყნებზე მსჯელობდე.
7. ნამდვილი თხის რქა კონიაკს ჰგავს, გამძლეობით გამოირჩევა.
8. ღირს მთელი ცხოვრება მწვერვალზე იმყოფებოდე იმისათვის, რომ ერთხელ მაინც გადმოაფურთხო ზემოდან ქვეყანას.
9. მხოლოდ მე ვახალგაზრდავდები წლებთან ერთად.
10. არ ვჩქარობ, მაგრამ რქებით ვაწვები ცხოვრებას.
მერწყულის ნიშნის 10 პრინციპი
1. რა მოსაწყენია, როცა სხვებს ჰგავხარ.
2. თუ მე გამოგიგონე, გახდი ისეთი, როგორიც მე მინდა, რომ იყო.
3. ცრურწმენები – სულელების ხვედრია.
4. მომავალი, უბრალოდ, ვალდებულია, იყოს მშვენიერი.
5. ძნელია იყო ანგელოზი, მაგრამ – საჭიროა.
6. კეთილი სურვილები კეთილ საქმეებზე მნიშვნელოვანია.
7. იმისათვის, რომ ნოვატორი იყო, უნდა დაივიწყო ტრადიციები.
8. სექსი? ცხოვრებაში ამაზე მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს.
9. ჯერ მეგობრები, შემდეგ კი ოჯახი... თუ, რა თქმა უნდა, ამისთვის დრო დარჩება.
10. კეთილი საქმის კეთება მამხნევებს.
თევზების ნიშნის 10 პრინციპი:
1. თანაგრძნობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დახმარება.
2. ალკოჰოლი ისე მჭირდება, როგორც თევზს წყალი.
3. წესრიგი მოსაწყენმა ადამიანებმა მოიგონეს.
4. ნუ გადადებ ხვალისთვის იმას, რისი გაკეთებაც ზეგ შეგიძლია.
5. მერე რა, რომ შეგპირდი.
6. სწრაფად მუშაობა იგივეა, დაუღეჭავად რომ ყლაპო საჭმელი.
7. ყველას გაგება შემიძლია, ოღონდ არა საკუთარი თავის.
8. ყველამ იცის, რომ დაკავებული ვარ, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რითი.
9. ნუ შემბოჭავთ, თორემ გაგისხლტებით, როგორც თევზი ხელიდან!
10. პატარა ხე ქარში ირხევა, მუხა კი შეიძლება ერთ დღეს მოწყვეტით დაეცეს.