''ახალ ხმაში'' თიკო მოსემღვდლიშვილის წაგებას მაია დარსმელიძეს აბრალებენ... - Marao

''ახალ ხმაში'' თიკო მოსემღვდლიშვილის წაგებას მაია დარსმელიძეს აბრალებენ...

2014-01-15 16:27:24+04:00

14 იანვარს უკვე მესამედ მოიგო ''ახალი ხმა'' დათო ფორჩხიძემ და გამარჯვებული მისი გუნდის წევრი მარი ჩაჩხიანი გახდა. ფინალამდე პროექტს სერიოზული სკანდალები ახლდა.

ერთ-ერთი მაია დარსმელიძისა და თაკო ოქროპირიძის დაპირისპირება გახლდათ. საკუთარი გუნდის წევრთან დაწყებული კონფლიქტი დარსმელიძეს პროექტის გულშემატკივრების ნაწილმა არ აპატია და მის შესახებ სოციალურ ქსელში კრიტიკასაც არ იშურებდნენ.

მაიას ფინალისტი თიკო მოსემღვდლიშვილი მესამე ადგილზე გავიდა, ლელა წურწუმიას გუნდის წევრი თამარ ჯგუშია მეორე ადგილის მფლობელი გახდა, სტეფანეს ნიკა ლაზარიაშვილს კი ქრისტინე იმედაძესთან საჯაროდ ტუჩებში კოცნამაც არ უშველა და ბოლო ადგილს დასჯერდა.

პროექტში მარი ჩაჩხიანის გამარჯვებას ''ახალი ხმის'' ოფიციალურ გვერდზე მაყურებლების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო კომენტარებს და ვერსიებს, თუ რატომ დამარცხდა მაია დარსმელიძის ფინალისტი.

Anuki Lomaia: ვაიმე, რა მაგარია, ცუდად ვარ ისე გამიხარდა... დათო, 4-ვერ!!!

Toko Dzmanashvili: არ თქვათ, არ იმსახურებდაო. ყველა იმსახურებდა და იმის გამო, რომ თქვენ სხვას გულშემატკივრობდით სხვადასხვა სუბიექტური მიზეზის გამო, ნუ შეეცდებით გამარჯვებულის დაკნინებას.

Mariam Khobelia: აუ, კიდევ დათომ მოიგო. ჯგუშია იმსახურებდა. აწი, აღარ ვუყურებ რა ამ გადაცემას, მაინც დათოს გუნდი იგებს და რა აზრი აქვს.

Irakli Goginava:: გასაგებია, რომ მარიმ მოიგო, მაგრამ ნიკას 2% მეტყველებს, რომ ხალხის გემოვნება მაგრად დასახვეწია. ასევე თიკოს 6 % კატასტროფაა.

იხილეთ სრულად: reitingi.ge