ზიმბაბვეში ახალგაზრდა წყვილს ლომი დაესხა თავს, სწორედ იმ მომენტში, როდესაც გოგონა და ბიჭი სექსით იყვნენ დაკავებულები. გოგონა გარდაიცვალა, ბიჭი კი გადარჩა.
ტრაგიკული შემთხვევა ქალაქ კარიბთან ახლოს მოხდა.
შარაი მავერა და მისი ბოიფრენდი ბუჩქებში განმარტოვდნენ. მოულოდნელად ბიჭმა ლომი დაინახა, რომელიც თავდასხმისთვის ემზადებოდა. შეშინებული გაეცალა ქალს და გზაზე გადახტა. უკან რომ მოიხედა, მტაცებელი უკვე ფატრავდა მის თანამგზავრს.
როგორც მოგვიანებით თვითმხილველები ჰყვებოდნენ, გზაზე გამოსული შიშველი მამაკაცი შველას ითხოვდა. ჯერ ყველას მთვრალი ეგონა, თუმცა მერე მოუსმინეს და პოლიციაშიც წაიყვანეს.
მოგვიანებით დაცვის თანხლებით დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე და იქ იპოვეს ქალის ნაგლეჯები. ლომმა, რასაკვირველია, ამასობაში მიმალვა მოასწრო.
იხილეთ სრულად