სოჭის ოლიმპიადის დაწყების დღიდან მისი უცხოელი მონაწილეები აქტიურად წერენ სოჭის სასტუმროების მდგომარეობასა და ზოგადად, ოლიმპიადის არც ისე მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურაზე.
თუმცა ჯერ არ გაუჟღერებიათ სექსუალური დეტალები, მაგალითად, ის, რომ თურმე რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური სოფლის დროებით მცხოვრებლებს - სპორტსმენებს, ასობით ათასი პრეზერვატივი დაურიგეს.
თურმე მსგავსი თამაშების გამართვისას კონტრაცეფციის საშუალებების დარიგება ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ამას თუ რუსეთის ხელმძღვანელობაც აჰყვებოდა, ბევრს არ ეგონა. როგორც ჩანს, ოლიმპიური ხელმძღვანელობა ბუნებრივად მიიჩნევს, რომ სოჭის სტუმრები ოლიმპიადის მიმდინარეობისას მხოლოდ სპორტული შეჯიბრებებით არ იქნებიან დაკავებულნი.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კი განმარტავს, რომ კონტრაცეფციული საშუალებების დარიგება შიდსის გავრცელების პროფილაქტიკური საშუალებაა.
სრულად იხილეთ: reitingi.ge