ეს ამბავი თბილისის ცენტრში მოხდა და დარწმუნებული ვარ, ბევრი გაიხსენებს ამ ისტორიის დეტალებს. ორი წლის წინ 26 წლის გოგონას გაგიჟებამ მთელი ეზო შეგვძრა, თუმცა თამთას ეს მძიმე სენი მემკვიდრეობით არ მიუღია.
იტალიურ ეზოში დაახლოებით ექვსი ოჯახი ვცხოვრობდით. დაახლოებით ათი წლის წინ ოროთახიანი ბინა ქვრივმა ქალბატონმა იყიდა. ერთი ბიჭი ჰყავდა, რეზო, რომელიც მალე ისე შეგვიყვარდა ყველას, რომ მის გარეშე ერთი კვირაც ვერ ვძლებდით.
სახლში თუ რამე გაგვიფუჭდებოდა, ყველაფერზე მას ვეძახდით, ყველას მარჯვენა ხელი იყო. დედამისი – ნაზი, ცხოვრებისგან დატანჯული ქალი იყო. დღემდე არ ვიცი, რისგან დაეღუპა ქმარი, ამაზე დედა-შვილი არ საუბრობდა.
სამი წლის წინ რეზო დაქორწინდა. თამთა მშობლიური სოფლიდან ჩამოიყვანა და როგორც გავიგეთ, გოგონას არ უყვარდა და მოიტაცა. ძნელად შეეგუა პატარძალი ოჯახს, დედამთილი თითქმის ყოველდღე ეჩხუბებოდა.
თავიდან მიზეზი არ ვიცოდით და როდესაც გოგონა მეზობლებს დაგვიახლოვდა, მოგვიყვა, რომ დედამთილი ვერ იტანდა, როდესაც ახალშეუღლებულები ერთმანეთს ჩაეხუტებოდნენ ან დღისით საკუთარ ოთახში განმარტოვდებოდნენ.
ნაზი როგორც კი შვილს სახლიდან გააცილებდა, რძალს საშინელ დღეში აგდებდა. მალე წივილ-კივილი და წყევლა ჩვეულ ამბად იქცა. ყურადღებას აღარ ვაქცევდით, მაგრამ თამთა ყველას გვეცოდებოდა.
იხილეთ სრულად: reitingi.ge