ეს კოქტეილი სამხრეთის ტემპერამენტს ნამდვილად გამოავლენს. ის ნამდვილი ბომბია მათთვის, ვინც არ არის გულგრილი პიკანტური კომბინაციების მიმართ.
1. ვანილის აფროდიზიაკი
ორი ულუფისთვის საჭირო მასალა:
200 მლ. რძე
3 ცალი გვირილა
2 ჩხირი დარიჩინი
1 მწიკვი ვანილი
200 მლ ვანილის იოგურტი (წინასწარ გაყინული)
ნახევარი ბანანი
1 ჩ/კ თაფლი
***
რძე, დარიჩინი და გვირილა მოათავსეთ პატარა ქვაბში და დაბალ ცეცხლზე 1-2 წუთის განმავლობაში შეათბეთ. განუწყვეტლივ ურიეთ. ნუ მიიყვანთ ადუღებამდე.
გადმოდგით ცეცხლიდან, ჩაამატეთ ვანილი და აცადეთ გაგრილება. გადაწურეთ სხვა ჭურჭელში, რათა კოქტეილი გვირილისა და დარიჩინის ნარჩენებისაგან გაიწმინდოს.
ბლენდერში ათქვიფეთ რძე, გაყინული იოგურტი, თაფლი, ნახევარი ბანანი მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ბოლოს კოქტეილი მაღალ ჭიქებში გადაასხით და მრგვლად დაჭრილი ბანანით მორთეთ.
ბანანი, ვანილი და თაფლი ტრადიციულ აფროდიზიაკებად ითვლება. პროდუქტებად, რომლებიც შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც სექსუალურ მიზიდულობას ამძაფრებს.
2. კოქტეილი "აბსენტით"
რეცეპტი გათვლილია 2 ულუფაზე:
100 მლ აბსენტი - Absinthe Fountain
200 მლ შამპანური
2 კუბი რაფინირებული შაქარი
***
სუფრის კოვზზე მოათავსეთ რაფინირებული შაქარი. დაასხით აბსენტი და წაუკიდეთ ცეცხლი. მიღებული კარამელი, დარჩენილი აბსენტი და შამპანური ჩაასხით ბოკლებში. მოურიეთ და გააცივეთ.
აბსენტი "გაგითბობთ" შეგრძნებებს, შებოჭილობისაგან გაგათავისუფლებთ და აგაგზნებთ.
3. კოქტეილი Silver Fizz
(2 ულუფა)
120 მლ ლონდონური ჯინი London Dry gin
40 მლ ლიმონის წვენი
2 ჩ/კ შაქარი
1 კვერცხის ცილა
გაზიანი ცივი წყალი
ყინულის კუბები
***
"შეიკერში" ჩაასხით ლიმონის წვენი და შაქართან ერთად გახსენით.
დაუმატეთ ჯინი, კვერცხის ცილა და შეანჯღრიეთ. შემდეგ ჩააგდეთ ყინული და კიდევ ერთხელ შეანჯღრიეთ. დაასხით კოქტეილის ჭიქებში და გაზიანი წყალი დაამატეთ.
დაუვიწყარი შთაბეჭდილებები - პირველ რიგში! ამ სასმლის შემადგენლობაში შედის ვიტამინები: - А და В1, რომლებიც დადებით გავლენას ახდენს მამაკაცის პოტენციაზე.
4. ვნებიანი პაემანი
60 მლ ”ტეკილა”
10 მლ ფორთოხლის ლიქიორი
60 მლ კოჭა
ჟოლო - მოსართავად
ყინულის კუბი
***
შეიკერში მოათავსეთ კოჭას პატარა ნაჭერი. შემდეგ დაუმატეთ ”ტეკილა”, ფორთოხლის ლიქიორი, მოცვის წვენი და ყინული. კარგად შეანჯღრიეთ და ფრთხილად ჩაასხით ბოკლებში, რომ კოჭას ნაწილები არ გადაყვეს. მორთეთ კოქტეილი-აფროდიზიაკი ჟოლოთი.
კოჭა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის დაღლილობას და აძლიერებს პოტენციას.
5. ცხარე სიყვარული
100 მლ არაყი
100 მლ შოკოლადის ლიქიორი
1 მწიკვი დაფხვნილი წიწაკა (ჩილი)
ყინულის კუბი
***
შეიკერში მოათავსეთ არაყი, შოკოლადის ლიქიორი და ჩილი. საგულდაგულოდ ანჯღრიეთ, შემდეგ გადაიტანეთ კოქტეილის ჭიქებში.
ეს კოქტეილი სამხრეთის ტემპერამენტს ნამდვილად გამოავლენს. ის ნამდვილი ბომბია მათთვის, ვინც არ არის გულგრილი პიკანტური კომბინაციების მიმართ.
თეა ინასარიძე
(ჟურნალი ”და ქალი”)