თმის მოცულობის გასაზრდელად და ცვენის შესაჩერებლად შამპუნში დაუმატეთ ვიტამინები - Marao

თმის მოცულობის გასაზრდელად და ცვენის შესაჩერებლად შამპუნში დაუმატეთ ვიტამინები

2014-03-19 12:23:29+04:00

თუკი თქვენს საყვარელ შამპუნში დაუმატებთ ვიტამინებს A, B, PP, C, B12, P6-ს, თმის მოცულობა ერთიორად გაიზრდება, ცვენა შეგიჩერდებათ, მას ჯანსაღი იერი და საოცარი ბზინვარება მიეცემა.

პროცედურა:

გადმოასხით ორ-სამ დასხმაზე სამყოფი შამპუნი ცალკე ჭურჭელში, დაუმატეთ ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინები ამპულებში (იყიდება ნებისმიერ აფთიაქში), კარგად აურიეთ და დაიბანეთ თავი.

მეორე დასხმაზე შამპუნი გაიჩერეთ 5 წუთით და მხოლოდ შემდეგ ჩამოიბანეთ. პირველივე ჯერზე ნახავთ, რამდენად მოემატება თქვენს თმას მოცულობა და ცვენა საგრძნობლად შეგიმცირდებათ.