ის, რომ ვარსკვლავები ხშირად მიმართავენ პლასტიკურ ქირურგიას, გასაკვირი არ არის, ისინი ხომ სცენასა თუ ტელეეკრანებზე უნაკლოდ უნდა გამოიყურებოდნენ?
ქეთა თოფურიამ ერთხელ კი არა, ორჯერ გაიკეთა ცხვირის პლასტიკა. "ცუდად ვსუნთქავდი – ძგიდე მქონდა გამრუდებული. პირველი ოპერაციის შემდეგ ცხვირის წვერი ოდნავ ჩამომეწია და კვლავ ვერ ვსუნთქავდი. ამიტომაც ისევ მომიწია, ოპერაციისთვის მიმემართა. მკერდი და ტუჩები ნორმალური მაქვს, ასე რომ, აღარ ვაპირებ, მივმართო პლასტიკას" – ასე ახსნა ქეთამ თავის დროზე გარეგნობის შეცვლის მიზეზები.
ქირურგებთან ვიზიტების რაოდენობით, პოპულარული ოჯახის გმირი დედა კრის ჯენერი ქალიშვილებს არ ჩამორჩება. კორტნი, კიმი და ქლოე ზოგიერთ ოპერაციას მალავენ, ხოლო ზოგიერთზე საქვეყნოდ საუბრობენ. დედაც ასევე იქცევა. მაგალითად, სახის გადაჭიმვა, რომელიც კრისმა კიმის ქორწილისთვის გაიკეთა, არავისთვის აღარ წარმოადგენს საიდუმლოს. "ის არაჩვეულებრივად გამოიყურება, - განუცხადა ქლოემ გამოცემა The NY Daily News-ს პროცედურის დასრულებისთანავე. – ექიმები ამბობენ, რომ სახე ოპერაციის შემდეგ შესაძლოა, შესივდეს, მაგრამ მე ჯერ მსგავსს ვერაფერს ვამჩნევ".
ელიტურ ქალბატონს, ნიკოლ რიჩის ორი შვილი ჰყავს. პირველი ქალიშვილის გაჩენის შემდეგ ნიკოლს არც უფიქრია, პლასტიკური ქირურგიისთვის მიემართა. მეტიც, ის საჯაროდ აცხადებდა, რომ დიდი მკერდი მისი სტიქია არ არის. თუმცა მეორე მშობიარობის შემდეგ ვარსკვლავის შეხედულება ამ საკითხის მიმართ რადიკალურად შეიცვალა. "ორმა ორსულობამ თავისი კვალი დატოვა, - მოუთხრო ნიკოლის ერთ-ერთმა მეგობარმა US Weekly-ს. – ძუძუთი კვებამ მას საერთოდ გაუქრო მკერდი". ამიტომაც ლამაზმანმა, როგორც კი მიატოვებინა პატარა სპეროუს ბუნებრივი კვება, მაშინვე ქირურგს მიმართა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა: რიჩის ახლა ლამაზი ფორმის და არც ისე დიდი მკერდი აქვს.
სკოლაში სწავლის დროს კრისტინა რეის გამუდმებით ესიზმრებოდა, როგორ იცვლიდა გარეგნობას. თანაკლასელები მას ლამაზ გოგოდ არ მიიჩნევდნენ, თავადაც იგივე აზრის იყო. სიტუაციის გამოსწორება გოგონამ მაშინვე სცადა, როგორც კი 18 წელი შეუსრულდა. იმისათვის, რომ ოცნება რეალობად ექცია, "მხოლოდ" 100 ინექცია დასჭირდა და ეს ზღვარია - დარწმუნებულია მსოფლიოში ყველაზე დიდი ტუჩების მქონე ქალი. "უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ფანტასტიკურად გამოვიყურები. როცა ფული მექნება, მკერდსაც რამდენიმე ზომით გავიზრდი, ცხვირის ფორმასაც შევიცვლი და ყურებსაც წავიწვეტებ ისე, როგორც ელფებს აქვთ. გამოიყურებოდე განსხვავებულად – ძალიან მაგარია", - თვლის კრისტინა.
"ერთ დღესაც გავიღვიძე და დავინახე, რომ ჩემი ცალი მკერდი არაბუნებრივად გამოიყურებოდა... აშკარად არ უნდა ყოფილიყო ასე", - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ლეგენდარული მუსიკოსის, ოზი ოსბორნის მეუღლემ. შერონი მაშინვე გაემართა პლასტიკურ ქირურგთან კონსულტაციაზე. მან აუხსნა, რომ შერონს, უბრალოდ, იმპლანტანტი დაბლა ჩამოუვარდა... სხვა გზა არ იყო, ეს შეცდომა უნდა გამოესწორებინათ და "მოხეტიალე" მკერდი საერთოდ მოეშორებინათ. "ბოლოს და ბოლოს, გავთავისუფლდი იმ შეგრძნებისგან, რომ ჩემს მკერდზე გამუდმებით იდო წყლით სავსე ბალიში, - ამბობს მისის ოსბორნი. – თავს შესანიშნავად ვგრძნობ!"