წესით, ფირფიტებს კრემი სუფრასთან მიტანამდე ცოტა ხნით ადრე უსვამენ, რომ მან დარბილება ვერ მოასწროს და ხრაშუნა დარჩეს.
ინგრედიენტები:
მზა ფენოვანი ცომი - 1.6 კგ
მოხარშული კრემისთვის:
კვერცხის გული - 6
რძე - 1.5 ლ
შაქარი - 360 გრ
კარაქი - 100 გრ
ვანილი
სახამებელი ან ფქვილი - 3-4 ს.კ.
ნაღები 35% - 250 მლ
მომზადება:
შეგიძლიათ თავად მოამზადოთ ან გამოიყენოთ მზა, ნაყიდი ფენოვანი ცომი.
ცომი სამ ან ოთხ თანაბარ ნაწილად გავყოთ, გავაბრტყელოთ თხლად და გამოვაცხოთ 180-200 გრადუსზე, სანამ ოქროსფერი არ გახდება. თუ არ გვინდა, რომ ძალიან აფუვდეს, რამდენიმე ადგილას გამოცხობამდე ჩანგლით დავჩხვლიტოთ. მზა ფირფიტებს ჩავოვაჭრათ უსწორმასწორო გვერდები, შევაბრუნოთ ღუმელში, რომ კარგი ხრაშუნა და ოქროსფერი გახდეს. შემდეგ გავაციოთ და დავფშვნათ . ამ ნაფხვენს ტორტს ზემოდან მოვაყრით.
თავდაპირველ რეცეპტებში კრემს კვერცხის გულით ამზადებდნენ, ასე უფრო გემრიელია, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს კრემი იაფფასიანმა მოხარშულმა მასამ ჩაანაცვლა.
კვერცხის გულების კრემი ასე უნდა მოვამზადოთ: გულებს შევურიოთ სახამებელი, შაქარი და ავთქვიფოთ, დავასხათ ცხელი რძე. კვლავ ავთქვიფოთ. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და გამუდმებული მორევით შევასქელოთ. კრემი არ უნდა ადუღდეს. შევაგრილოთ და შევათქვიფოთ ოთახის ტემპერატურის კარაქი.
ცალკე ავთქვიფოთ ნაღები და შემდეგ დელიკატურად შევურიოთ ერთმანეთს ორივე მასა. მოვოღებთ უგემრიელეს, ნაზ კრემს. არ დაგვავიწყდეს ვანილის დამატებაც.
წესით, ფირფიტებს კრემი სუფრასთან მიტანამდე ცოტა ხნით ადრე უსვამენ, რომ მან დარბილება ვერ მოასწროს და ხრაშუნა დარჩეს. მაგრამ თუ პირიქით, რბილი ნაპოლეონი მოგწონთ, რამდენიმე საათით ან წინა ღამეს დაკრემეთ ნამცხვარი.
ზემოდან მოვაყაროთ ცომის ნაფხვენები.