12 აპრილს ბრიტანეთში "ნიჭიერის" ახალი, მერვე სეზონის პრემიერა შედგა. ჟიურის შემადგენლობაში არიან ალიშა დიქსონი, დევიდ უილიამსი, ამანდა ჰოლდენი და საიმონ კოუელი. საინტერესო გამოდგა შესარჩევი ტურის პირველი ეპიზოდი, სადაც ბევრი სასაცილო და ამაღელვებელი მომენტი იყო.
ყველაზე მეტად ჟიური 80 წლის მოცეკვავე ქალბატონმა მოხიბლა, რომელმაც ახალგაზრდა პარტნიორთან ერთად ჯერ ტანგო იცეკვა, შემდეგ კი "სალსა" შეასრულა ურთულესი ტრიუკებით. მოხუცის გამოსვლით იმდენად დაიშოკა ამანდა ჰოლდენი, რომ შოუს ახალი წესი გამოიყენა და წყვილი პირდაპირ ნახევარფინალში გაუშვა.
იხილეთ ვიდეო