წარბი ქალის გარეგნობაში განმსაზღვრელ როლს თამაშობს. როცა წარბი გასაკეთებელია, სახეს პირქუში, მკაცრი გამომეტყველება ეძლევა; მაგრამ თუ წარბს ლამაზი ფორმა აქვს, გამოხედვა ნათელი და ღრმა ხდება.
ჩვენ მიგანიშნებთ წარბზე იმ ადგილებს, სადაც უნდა ამოიღოთ ზედმეტი თმა:
ნაბიჯი პირველი: დაიდეთ ფანქარი ვერტიკალურად ქუთუთოს შიდა მხარეს (ცხვირისკენ). წარბის გადაკვეთის ადგილას მაღლა აზიდული სწორი ხაზი, გაჩვენებთ დაწყებისთვის იდეალურ ადგილს.
ნაბიჯი მეორე: დაიდეთ ფანქარი ვერტიკალურად ცხვირის ერთ-ერთი ფრთის წვერიდან და გადაკვეთეთ იმავე მხარეს თვალის ცენტრი. ადგილი, სადაც წარბზე ფანქარი მოხვდება, წარბის ყველაზე მაღალი წერტილია.
ნაბიჯი მესამე: დაიდეთ ფანქარი ისე, რომ მისი ერთი ბოლო ეხებოდეს ცხვირის ერთ-ერთი ფრთის წვერს, ხოლო მეორე ბოლო ქუთუთოს გარეთა (საფეთქლისკენ) წერტილს. ხაზის გაგრძელება მიგითითებთ იმ ადგილს, სადაც წარბი მთავრდება.
წარბს, როგორც თმას, ყოველ დილით სჭირდება დავარცხნა. მიეცით მას სასურველი ფორმა და დააფიქსირეთ.