როგორ მივხვდეთ ბრენდია თუ არა? - Marao

როგორ მივხვდეთ ბრენდია თუ არა?

2011-07-11 14:08:19+04:00

კოკო შანელი ამბობდა: "ამა თუ იმ სამოსის ასლის შექმნა, ზოგჯერ დიდი პატივია ორიგინალის შემქმნელებისთვის და მის აღიარებაზე კიდევ ერთხელ მეტყველებს, რადგან აყალბებენ მხოლოდ საუკეთესოსა და პოპულარულს."

აქედან გამომდინარე პრემიუმ-ლუქსის კლასის მიბაძვით გაკეთებული სამოსი, საკმაოდ ძვირად ფასობს.

George Armani-ის, თავისივე მარკის საათი ჩინეთში 18 ევროდ შესთვაზეს, რამაც ისე დასწყვიტა გული, რომ ჩინეთის მთავრობას მსგავსი ფაქტების აღკვეთის მიზნით, თხოვნითაც კი მიმართა.

როგორ გავარჩიოთ პატენტთან გვაქვს საქმე თუ ორიგინალთან?

* არ დაიჯეროთ, რომ Prada-ს ან Armani-ის ფეხსაცმელი, თუნდაც შარშანწინდელი კოლექციიდან, ფასდაკლებაზეც კი, მინიმალურ თანხად შეიძინოთ.

ნებისმიერ ცნობილ ბრენდსა თუ მოდის სახლს აქვს საკუთარი ვებ-გვერდი, სადაც შეგიძლიათ გადახედოთ ფასებს და ნახოთ, თუ რა სხვაობასთან გაქვთ საქმე.

* ზოგიერთი მოდის სახლი, მაგალითად Louis vuitton-ი, არასდროს აწყობს მასიურ საჯარო ბაზრობას, სადაც საგრძნობ ფასდაკლებას აქვს ადგილი.

* უმეტესად ბრენდები საკუთარ სამოსს მხოლოდ საკუთარ ბუტიკებსა თუ მაღაზიებში ყიდიან. მათი მისამართები კი მითითებულია მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

* გულდასმით უნდა დაათვალიეროთ ეტიკეტი. დააკვირდით თუ რამდენად დახვეწილი ფორმითაა ის სამოსზე მიმაგრებული. ბრენდ ეტიკეტები ხშირად ძვირფასი და ლამაზია.

* ეტიკეტი, ძალიან ხშირად, ორიგინალური გვირისტითაა მიმაგრებული და მათი აცილება სამოსიდან ძალიან გაგიჭირდებათ, რასაც ვერ ვიტყვით პატენტზე.

* საერთოდ, გვირისტი, არა მარტო ეტიკეტზეა საყურადღებო, არამედ ნებისმირ ადგილას. უსწორმასწორო გვირისტი ორიგინალი ბრენდის სამოსზე წარმოუდგენელია.

* დიზაინერული ჩანთები ყოველთვის ფაქიზ ტილოს ტომარაში, ყუთებში ჩაწყობილი იყიდება.

* ჩანთის გახსნისას შიდა ჯიბეზე უნდა იყოს დიზაინერის შტამპი. სერტიფიკატი დაცულია სტიკერით და ჰოლოგრამით.

* სამოსზე საყურადღებოა შიდა იარლიყების გულდასმით დათვალიერება. ორიგინალური სამოსის იარლიყი რბილი ნატურალური ქსოვილისგან მზადდება და არავითარ შემთხვევაში სინთეტიკური და უხეში ქაღალდის მსგავს ქსოვილზე.

* თუ გსურთ ნატურალური ტყავის ნაცვლად მისი შემცვლელისგან დამზადებული ჩანთა ან სხვა აქსესუარი არ იყიდოთ, მას ერთი წვეთი წყალი დააწვეთეთ, ის შეიწოვება და გარკვეულ მონაკვეთს გაამუქებს. თუ ასე არ მოხდა, მაშინ ნამდვილ ტყავთან არ გაქვთ საქმე.

* აბრეშუმი მალე თბება ხელში, მისი შეხება დაუვიწყარია, ამიტომ ერთხელ თუ გექნებათ ნამდვილ აბრეშუმთნ საქმე, სხვა დროს განსახვავება არ გაგიჭირდებათ.

* ნებისმიერი პრესტიჟული ბრენდის ან უბრალოდ ხარისხიანი ფეხსაცმელი გადაღუნვისას სწრაფად უნდა დაუბრუნდეს პირვანდელ ფორმას. თუ ნაკეცები გაიკეთა, ასეთი ფეხსაცმელი არაფრით არ უნდა შეიძინოთ.

* დააკვირდით რანტს, რომელზეც არ უნდა იყოს წებოს და საღებავის კვალი.

* ხარისხიან ფეხსაცმელში საფენი მჭიდროდაა ჩამაგრებული. სათუთ ადგილებთან არის მცირე სირბილეები, რაც კოჟრებს არ გაგიჩენთ.

ინა ნერგაძე

ჟურნალი "და ქალი"

(ივლისის ნომერი)