შვეიცარიელი ფოტოგრაფი ჯონ ვილგელმი საკუთარ შვილებს სასაცილო ფოტოებს უღებს. მისი აზრით, მის გადარეულ შვილებს მხოლოდ ასეთი ფოტოები მოსწონთ.
მნახველებში კი ისინი გულწრფელ ღიმილსა და სიცილს იწვევს. ვილგელმის ყველა ფოტო, კრეატიულის გარდა, ორიგინალური და კომედიურია.
”ჩემი ოჯახი შვეიცარიაში ცხოვრობს. ფოტოს გადაღებამდე კომპოზიციას ვქმნი და გადაღების შემდეგ მაქსიმალურად ვამუშავებ კადრებს.
მე ”ფოტოფოლიკი” და ”ოჯახიჰოლიკი” ვარ. ჩემთვის ოჯახი უმთავრესია. ყველაფერი, რითიც ახლა ვსულდგმულობ, ოჯახმა მომცა და მასწავლა და ახლა ინვესტიციას ჩემს გოგონებში ვდებ.
ვფიქრობ, როცა ჩემი გოგონები გაიზრდებიან, სიამოვნებით გადაათვალიერებენ ბავშვობისდროინდელ ფოტოალბომებს”.
იხილეთ ფოტოგალერეა