ბარბადოსელი მომღერლის, რიანას სითამამეს უკვე საზღვარი აღარ აქვს. ვარსკვლავის ბოლო ფოტოსესია, რომელშიც ის სრულიად შიშველია, Instagram-მა დაბლოკა.
იხილეთ ფოტოგალერეა
ფრანგული ჟურნალის, Lui-ს ყდაზე მომღერალი მკერდმოშიშვლებულია. სხეულის თითქმის არცერთ სხვა ინტიმურ ნაწილს მალავს რიანა ჟურნალის შიდა ფურცლებზეც.
ზოგიერთი ფოტოსესიიდან რიანამ Instagram-ზეც დადო, მაგრამ სოციალურმა ქსელმა ფოტოები მალევე დაბლოკა, რადგან ზედმეტი სიშიშვლე ფოტოჰოსტინგის წესებს ეწინააღმდეგება.
მაშინ მომღერალმა ფოტოები უფრო "ტოლერანტულ" სოციალურ ქსელში, Twitter-ში გააზიარა.