გარგრის ჩირი სასარგებლოა ანემიისა და სისხლის მიმოქცევის პროცესთა დარღვევის დროს.
სპეციალისტები მის რეგულარულ მიღებას გვირჩევენ მხედველობის დარღვევისას, რეკომენდაციას უწევენ როგორც ზოგადგამაჯანსაღებელ და გამაახალგაზრდავებელ პროდუქტს.
ჩირი, იმის გამო, რომ კალიუმით არის მდიდარი, განსაკუთრებით კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების და საჭმლის მონელების დარღვევის დროს. ჩირში უხვად არის მაგნიუმის მარილები, რაც მას ჰიპერტონიის სამკურნალო თვისებებს ანიჭებს - მისი სისტემატური მიღების შემთხვევაში არტერიული წნევა რეგულირდება.
არსებობს სპეციალური მაგნიუმის დიეტა ჩირით, რომელიც რეკომენდებულია ჰიპერტონიისა და ანემიის განსაკუთრებული (არასწორი კვების შედეგად განვითარებული) ფორმების დროს.
ისიც უნდა ითქვას, რომ იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობა რეგულარულად მიირთმევს გარგრის ჩირს, ძვლების მოტეხილობა მეტად იშვიათია. ეს იმიტომ, რომ ჩირი ძვლოვანი ქსოვილის სიმტკიცეს, კანისა და თმის სიჯანსაღეს უზრუნველყოფს.
თანამედროვე გამოკვლევებით ისიც დადგენილია, რომ გარგრის ჩირის რეგულარული გამოყენება აფერხებს სიმსივნის განვითარებას. ამისთვის საკმარისია, დღეში 100 გრამი ჩირი მივირთვათ. გარგრის ჩირის ყველა სახეობა შარდმდენია. მისი ნახარში ხსნის შეშუპებას. ნაკლებად ტკბილი სახეობები სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის დროს, ტკბილი - ნერვული დაავადებების შემთხვევაში, შედარებით მჟავე კი შაკიკს უხდება და ხშირად მოავადეთათვისაც ძალიან კარგია.
იხილეთ სრულად