მნიშვნელოვანია, ამინდის ჭირვეულობას კარგი ხასიათით გაუკეთოთ კომპენსაცია. როგორ იქნებით კარგ ხასიათზე, თუ სარკეში ჩახედვისას ხედავთ, რომ თქვენი კანი აშკარად შველას ითხოვს?
კანზე დამატენიანებელი კრემი წაისვით. დღეში მინიმუმ 8 ჭიქა სითხე მიიღეთ და სახლში ჰაერი დაანოტივეთ. გარდა ამისა, კანი რომელიმე მკვებავი ნიღბით გაანებივრეთ. ზამთარში ძალიან კარგია შვრიის უმარტივესი ნიღბის გაკეთება.
2 ს.კ. დაფქულ შვრიას იმდენი თბილი რძე დაასხით, რომ სქელი ფაფის მსგავსი მასა მიიღოთ. წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ. ბოლოს მკვებავი გადაისვით.
არანაკლებ ეფექტურია ხაჭოს ნიღაბიც: 2 ს.კ. ხაჭო, 1 კვერცხის გული და ცოტა ლიმონის წვენი კარგად აურიეთ და წინასწარ დაბანილ სახეზე წაისვით.