იმ დროს, როცა კრიშტიანუ რონალდუ მთელი ძალისხმევით ემზადება მოსალოდნელი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ფეხბურთში, მისი შეყვარებული ირინა შეიკი ჰავაის მზიან პლაჟზე საქმიანად ირუჯება.
მოდელი Sports Illustrated-ისთვის ტოპლეს პოზირებს. საინტერესოა, წინააღმდეგი ხომ არ არის რონალდუ მისი რჩეულის ასეთი თამამი ფოტოსესიის?
რუსული წარმოშობის სუპერმოდელის თაყვანისმცემლებს მორიგი სიურპრიზი ელით – მართლაც "ცხელი" ფოტოსესია შეიკის მონაწილეობით. როგორც ჩანს, მოდელს მობეზრდა საცურაო კოსტიუმების რეკლამებში გადაღება და გადაწყვიტა, ნაწილობრივ მაინც გაეხადა და თამამ ფოტოსესიაში მიეღო მონაწილეობა.
ჟურნალის გადაღებების დროს ჰავაიზე მყოფ სუპერმოდელს პაპარაცებმაც გადაუღეს რამდენიმე ფოტო. პაპარაცულ ფოტოებშიც ცნობილი მოდელის სხეული უნაკლოა.
იხილეთ ფოტოგალერეა