"სულ გადავგვარდით!!! სულ აღარ გვანაღვლებს, მართლმადიდებლები რომ ვართ!"
"ნამდვილ ვაჟკაცს არ მოუნდება, ქალივით გამოიყურებოდეს... კარგი საქმის მკეთებელი ქართველი ვაჟკაცი არის ევროპელი და არა ის, უკანალს რომ აქნევს და რაღაც გაუგებარი პერანგით და ჩულქებით დადის".
"ჩვენ გვინდა გადაგვარება და ევროპას ვაბრალებთ. ვერავინ დამაჯერებს, რომ ევროპა ყვიროდეს, საქართველოში კაცები ერთმანეთზე დააქორწინეთო".
"თბილისის მოდის კვირეული 2014" დასრულდა. ქვეყნის მთავარი მოდური და ბომონდური ღონისძიება 6-10 მაისს გაიმართა... პოდიუმზე არანაკლებ საინტერესო იყო მოდის კვირეულის სტუმრების ჩაცმულობაც...
მოდის კვირეულზე მისულმა მამაკაცებმა განსაკუთრებული ყურადღებით არა მხოლოდ სამოსზე, არამედ ფეხსაცმელზეც იზრუნეს: მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ყურადღებას არა მხოლოდ ჩაცმულობით, არამედ ზოგადად, არასტანდარტული ვიზუალით იქცევდნენ...
ამ ფაქტს უკვე მოჰყვა განსხვავებული მოსაზრებები, განსაკუთრებით უკმაყოფილონი კი, ბუნებრივია, უფროსი თაობის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ...
ოთარ კობერიძე:
- საშინლად არ მომწონს ეს ყველაფერი! ძალიან ბევრი რამ მეტყველებს იმაზე, რომ სულ გადავგვარდით. დაგვავიწყდა ჩვენი რჯული და კანონები. სულ აღარ გვანაღვლებს, მართლმადიდებლები რომ ვართ.
იხილეთ სრულად: kvirispalitra.ge