სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ახალი ფოტოები გავრცელდა.
ფოტოები ამერიკაში, მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ კლუბშია გადაღებული, სადაც ბიზნესმენ დავით დუმბაძის ქალიშვილმა, ნიუ-იორკში მცხოვრებმა ელენე დუმბაძემ დაბადების დღე გადაიხადა.
ფოტოზე ყოფილი პრეზიდენტის გვერდით შესაშური გარეგნობის მანდილოსანი – ბაია დავითაიაა. ფოტომ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია და ამიტომ ბაია დავითაიას ნიუ იორკში დავუკავშირდით...
- ელენეს დაბადების დღეზე ვიყავი, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. სააკაშვილი მათი ნათესავია და არაერთხელ მინახავს მათ ოჯახში. გადავიღეთ ფოტოები მეც, ელენემაც და ყველამ... ადრეც შევხვედრივარ მიხეილ სააკაშვილს ამ ოჯახში და არაერთი ფოტო მაქვს მასთან ერთად გადაღებული.
- განსაკუთრებული გარეგნობა გაქვთ... ყოფილი პრეზიდენტის მექალთანეობაზე ბევრს საუბრობდნენ და არ გიფიქრიათ, რომ ფოტოებს ჭორები მოჰყვებოდა?
- ჭორებზე საერთოდ არ მიფიქრია, არ მაწუხებს...
იხილეთ სრულად: kvirispalitra.ge