როგორ გავწიოთ მჭიდრო ფეხსაცმელი – რჩევები მეწაღისგან - Marao

როგორ გავწიოთ მჭიდრო ფეხსაცმელი – რჩევები მეწაღისგან

2014-06-22 14:00:05+04:00

1. წყლისა და მაცივრის მეშვეობით. ამისათვის დაგჭირდებათ ორი პარკი, რომელთა მეოთხედიც წყლით იქნება სავსე და მჭიდროდ დახურული.

ჩააწყვეთ ეს წყლით სავსე პარკები ფეხსაცმელში ისე, რომ ფეხაცმლის მთელ ძირზე განაწილდეს და შედეთ ფეხსაცმელი საყინულეში იქამდე, სანამ წყალი პარკში მთლიანად არ გაიყინება. შემდეგ გამოიღეთ ფეხსაცმელი საყინულედან და გააჩერეთ 20 წუთი. მას შემდეგ რაც ყინული ცოტათი გალღვება, ამოიღეთ პარკები და ფაქიზად გაწმინდეთ ფეხსაცმელი შიგნიდან.

2. შუშის საწმენდი სპირტიანი ხსნარით დანამეთ ფეხსაცმელი შიგნიდან და ჩაიცვით სქელ წინდაზე. იარეთ ერთი საათის განმავლობაში.

3. დანამეთ მინის საწმენდი სპირტიანი ხსნარით არა მთლიანი ფეხსაცმელი, არამედ მხოლოდ ის ნაწილი, სადაც ყველაზე მეტ დისკომფორტს გიქმნით. იარეთ ერთი საათის განმავლობაში.