ამერიკელმა დიეტოლოგებმა ახალი დიეტა, უფრო სწორად, კვების სისტემა შეადგინეს.
ეს სისტემა ევროპაშიც პოპულარული გახდა და ბევრი ადამიანი კმაყოფილია შედეგით. პროგრამა ამერიკელმა მეუღლეებმა, დიეტოლოგმა და ფიტნეს-ინსტრუქტორმა დალას და მელისა ჰარტვინგებმა შეადგინეს.
მეუღლეებს მიაჩნიათ, რომ 30 დღის განმავლობაში ადამიანს ორგანიზმის "გადაგვარება" შეუძლია, ხოლო თუ ამ პერიოდში მავნე თვისებების დავიწყებას შეძლებთ, 30-დღიანი დიეტა 365-დღიანად იქცევა. შედეგი ყველას გაგაოცებთ, თავად კი მოხდენილი, ჯანმრთელი და ბედნიერი გახდებით.
გაეცანით ჩამონათვალს, თუ რისი ჭამა შეგიძლიათ და არ შეგიძლიათ 30 დღის განმავლობაში.
რისი ჭამა შეიძლება:
1. არაცხიმიანი ხორცი;
2. თუ დარწმუნებული ხართ, რომ სოსისები და ძეხვები სუფთა ხორცითა და მავნე ინგრედიენტების გარეშეა დამზადებული, მათი ჭამა შეგიძლიათ;
3. კვერცხი;
4. ზღვის პროდუქტები;
5. მცენარეული ცხიმი: ზეთები, თხილი, მზესუმზირა;
6. ბოსტნეული;
7. ხილი, ჩირი
8. სოკო;
9. მწვანე ლობიო;
10. ღვინისა და ვაშლის ძმარი;
11. სუნელები და სანელებლები;
12. მარილი (ზომიერად);
13. ჟელატინი (იგი კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს, კოლაგენი კი ნაოჭების წარმოქმნას უშლის ხელს);
14. ყავა (ნატურალური, არაუმეტეს ორი ფინჯნისა დღეში);
15. მინიმალურად დამუშავებული პროდუქტები: ზეთისხილი, ტომატი, ვაშლის ფაფა;
16. ნატურალური ხილის წვენები.
ჩამოთვლილი პროდუქტებისგან ნებისმიერი სადილის მომზადება შეგიძლიათ.
30 დღის განმავლობაში აკრძალული პროდუქტები:
1. ვისაც ალერგია აწუხებს, უარი უნდა თქვას გაღვივებული ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ჭამაზე;
2. სოია და ბარდა;
3. კარტოფილის სახამებელი და თავად კარტოფილი.
4. შაქარი და მისი შემცვლელი და ყველა პროდუქტი, რომელიც მას შეიცავს.
5. ხელოვნური რძისგან დამზადებული პროდუქტები (ნატურალური რძე და რძის პროდუქტები აკრძალული არაა);
6. პროდუქტები, რომლებიც საკვები დანამატებითაა გაჯერებული.
ჰარტვინგების მეთოდს, პირველ რიგში, გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. მათი აზრით, თუ ადამიანი მათი კვების სისტემით იცხოვრებს, გამოუსწორდება მეტალოზმი, ძილის, თმის, ფრჩხილების ხარისხი; გახდება ენერგიული, მხიარული და ბედნიერი.
მაგრამ სანამ 30-დღიანი კვების სისტემას დაიწყებდეთ, გადაიღეთ ფოტო, აიწონეთ, გაიზომეთ მუცლის გარშემოწერილობა; იგივე გააკეთეთ კურსის დასრულების შემდეგ და თავად დარწმუნდით შედეგში.