ნებისმიერ ჩვენგანს სურს, ცხოვრება ჰარმონიულად მოიწყოს და იყოს ბედნიერი. თუმცა ძალიან ხშირად კუთვნილი ბედნიერების მოსაპოვებლად, არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარი თავი გვიშლის ხელს.
ის უარყოფითი თვისებები კი, რომლებიც ცხოვრებისეული იდილიის მიღწევაში გვაბრკოლებს, ხშირად ჩვენი ზოდიაქოს ნიშნის საერთო მახასიათებლებს წარმოადგენს. მათთან ბრძოლაა საჭირო, იმიტომ, რომ ამქვეყნად ყველაფერი კორექციას ექვემდებარება და თუ ჩვენ შევძლებთ შევცვალოთ საკუთარი თავი უკეთესობისკენ, სამყაროც ავტომატურად განიცდის სახეცვლილებას გარშემო.
ვერძმა სიფიცხე, უტაქტობა უნდა მოიშოროს, მეტი დიპლომატია და მოთმინება ისწავლოს.
კურომ სიჯიუტეს უნდა მოუკლოს. სიახლეების მიმართ შიშის დაძლევაც აუცილებელია მისთვის.
ტყუპს ზედაპირულობა და არამდგრადი ხასიათი უფუჭებს საქმეს. მეტი დაკვირვება და სტაბილურობა არ აწყენდა.
კირჩხიბს კი დეპრესიულობა, წუწუნის სიყვარული და სიძუნწე აქვს დასაძლევი ხასიათში.
ლომს ამპარტავნობისკენ მიდრეკილება, ნარცისიზმი და სხვების აზრის უპატივცემულობა უტეხავს ხშირად სახელს.
ქალწულს ზედმეტი კრიტიკულობა, მეწვრილმანეობა და ემოციური სიცივე აზარალებს ხშირად.
სრულად იხილეთ: astrologi.ge