რით არის სასარგებლო ნიშადურის სპირტი? მაგალითად, ამ სითხით შეგიძლიათ გაწმინდოთ გაზის ქურის ღუმელი.

ღამით გაახურეთ ღუმელი 65 გრადუსზე და გამორთეთ. ღუმლის ზედა თაროზე მოათავსეთ ნახევარი ჭიქა ნიშადურის სპირტი, ხოლო ქვედა თაროზე დადგით სქელძირიანი ტაფა ადუღებული წყლით. დილით გამოაღეთ ღუმლის კარი, გაანიავეთ და გაწმინდეთ საპნიანი და რამდენიმე წვეთი ნიშადურის სპირტიანი ღრუბლით. შემდეგ კი სუფთა წყლით მორეცხეთ. ამ პროცედურის დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გაზის ანთება!

ნიშადურის სპირტით შეგიძლიათ იდეალურად გაწმინდოთ ფანჯრები, ბროლის ვაზები და ჭაღის პლაფონები. ამისათვის მინის საწმენდ სითხეში ან, უბრალოდ, წყალში ჩაამატეთ ნიშადურის სპირტი (250 გრ სითხეში 1 წვეთი სპირტი).
ავეჯი, რომლის სიახლოვესაც ჭიანჭველები მრავლდებიან, გაწმინდეთ 1 ლიტრ წყალში გახსნილი 100 მლ ნიშადურის სპირტის ხსნარით.
თუ სახლში უსიამოვნო სუნს ვერ აქრობთ, დაალაგეთ ოთახებში ლამბაქები, რომლებზეც ცოტაოდენი ნიშადური იქნება დასხმული და უსიამოვნო სუნი მალევე გაქრება.

ნიშადურით ასევე შეგიძლიათ გაწმინდოთ საიუველირო ნაკეთობები. 250 გრ ცხელ წყალში ჩაუმატეთ 100 გრ ნიშადურის სპირტი, ჩადეთ ამ ხსნარში ოქროს და ვერცხლის ნაკეთობები და გააჩერეთ რამდენიმე ხანს. კატეგორიულად არ შეიძლება ამ ხსნარით მარგალიტისთვლიანი სამკაულის გაწმენდა!
ამავე ხსნარით შეგიძლიათ გაწმინდოთ მაზუთით ან სხვა ჭუჭყით დასვრილი ნაჭრის ფეხსაცმელი. ასევე - დალაქავებული სამოსი, რბილი ავეჯი და ფარდები.
თუ ბუნებაში გახვედით, აუცილებლად თან იქონიეთ ნიშადურის სპირტი სუფთა სახით და მიმოასხით თქვენი დისლოკაციის ადგილას. აი, ნახავთ: კოღო და სხვა მწერები ახლოსაც არ მოგეკარებიან.
გამომშრალი და გაუხეშებული ხელებისთვის გაიკეთეთ რამდენიმე წვეთი ნიშადურის სპირტისა და თბილი წყლის აბაზანები.
როგორც ხედავთ, ამ სითხეს ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია თქვენთვის!
ასევე იხილეთ:
როგორ გავაახლოთ გაზის ქურა ნიშადურის სპირტის მეშვეობით?
წყალბადის ზეჟანგი – საუკეთესო საშუალება სამზარეულოში, ჰიგიენასა და კოსმეტიკაში